ზიდანი - საშინელებაა, როდესაც პირველ ტაიმში 3 გოლს უშვებ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" დონეცკის "შახტარს" დაუპირისპირდა და სენსაციურად, 2:3 დამარცხდა.

რეზულტატის გარდა, აღნიშნული შეხვედრა საინტერესო იმ თვალსაზრისითაც გამოდგა, რომ "სამეფო კლუბმა" პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაუშვა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ზინედინ ზიდანმა ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდმა ამ მარცხით, პირველ რიგში, თავდაჯერებულობა დაკარგა.

"თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. თამაში არ წაგვივიდა, თუმცა მწვრთნელი ვარ და უნდა ვიზრუნო, რომ შესაბამისი პასუხები ვიპოვო. 

სათქმელი არაფერი მაქვს. საშინელი გრძნობაა, როდესაც პირველ ნახევარში იმდენად ცუდად თამაშობ, რომ მეტოქე გუნდი 3 გოლს
გიტანს. ყველაზე უფრო ცუდი ისაა, როცა ფეხბურთელები თავდაჯერებულები აღარ არიან. ვეცდებით, მოცემული სიტუაცია მალე შევცვალოთ და დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ" - განაცხადა ზიდანმა.

altსენსაცია: ხოჭოლავას "შახტარმა" მადრიდში "რეალს" სძლია

მკითხველის კომენტარები / 5 /
ზიზუ და იღბალი ლამის სინონიმები არიან, ასე, რომ მოტრიალდება საქმე სასიკეთოდ
სულ2
15:39 23-10-2020
1
ბოლო თამაშის ლა-ლიგაში წაგება და გუშინდელი წაგებაც, რატომღაც მგონია, რომ გამიზნული იყო, "თანხების მობილიზაციისთვის" (პერესი ბატონი ბიზნესმენია, ამ გაჭირვებაშიც კი თანხების დაგროვებაზე ზრუნავს - ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია), სულ მალე იქნება "ელ-კლასიკო" და ვნახოთ, იქ რა თამაშს ითამაშებს რეალი !!!

P.S. "თეთრი და შავი ტ*&^ის ამბავია"
აჩი
17:00 22-10-2020
1

სიახლეები პოპულარული