ზიდანი - საშინელებაა, როდესაც პირველ ტაიმში 3 გოლს უშვებ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" დონეცკის "შახტარს" დაუპირისპირდა და სენსაციურად, 2:3 დამარცხდა.

რეზულტატის გარდა, აღნიშნული შეხვედრა საინტერესო იმ თვალსაზრისითაც გამოდგა, რომ "სამეფო კლუბმა" პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაუშვა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ზინედინ ზიდანმა ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდმა ამ მარცხით, პირველ რიგში, თავდაჯერებულობა დაკარგა.

"თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. თამაში არ წაგვივიდა, თუმცა მწვრთნელი ვარ და უნდა ვიზრუნო, რომ შესაბამისი პასუხები ვიპოვო. 

სათქმელი არაფერი მაქვს. საშინელი გრძნობაა, როდესაც პირველ ნახევარში იმდენად ცუდად თამაშობ, რომ მეტოქე გუნდი 3 გოლს
გიტანს. ყველაზე უფრო ცუდი ისაა, როცა ფეხბურთელები თავდაჯერებულები აღარ არიან. ვეცდებით, მოცემული სიტუაცია მალე შევცვალოთ და დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ" - განაცხადა ზიდანმა.

altსენსაცია: ხოჭოლავას "შახტარმა" მადრიდში "რეალს" სძლია

მკითხველის კომენტარები / 5 /
ახლა ბარსა დაგამყნის და მოგასროპიალებს პერესი ბაბუა.ესაა დიდებით წასვლას გაგდებას რომ არჩევ და ვერ მიხვდი რამდენად კარგი იქნებოდა რომ არ დაბრუნებულიყავი.მაგ გუნდმა ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შეიძლებოდა და თაობათა ცვლა შენ არ შეგიძლია (სხვათაშორის მაგ გუნდი პაპა კარლომ შექმნა)ხამესი ნახე რეებს აკეთებს ბეილი ათამაშდება და შენ შეაჩერდი მოდრიჩს და მწოლიარე აზარს.დიდი ფეხბურთელი იყავი მწვრთნელი კი ეხლა გამოჩნდი რა ხვითოც ხარ
თემური
09:43 22-10-2020
10
მაგ ფეხბურთელებით გაჭირდება დიდი მიზნებისთვის ბრძოლა!!!!
ნერვებმოშლილი მაგრამ ხოჭოლავას გაუმარჯოს!!
10:56 22-10-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული