გვარდიოლა - საუცხოოდ ვითამაშეთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის სადებიუტო მატჩში პორტუგალიურ "პორტუს" უმასპინძლა და მოწინააღმდეგე დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მატჩის სცენარი შეაფასა და განაცხადა, რომ თავისმა გუნდმა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა.

"საუცხოოდ ვიასპარეზეთ. "პორტუ" ძალიან კარგი მოწინააღმდეგეა, რომელსაც, როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში ორგანიზებულად თამაში შეუძლია. 

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "სიტის" პერფორმანსით კმაყოფილი ვარ. ახლა დროა, შემდეგ მატჩზე ვკონცენტრირდეთ და შესაძლებლობათა მაქსიმუმის რეალიზება მომდევნო შეხვედრებშიც მოვახერხოთ" - განაცხადა გვ
არდიოლამ.

altჩემპიონთა ლიგა. I ტური: "ბაიერნმა" "ატლეტიკო" არ დაინდო, "ატალანტამ" - "მიდტიულანდი", "ლივერპულმა" ძლივს მოიგო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული