ჩემპიონთა ლიგა. II ტური: "რეალი" წაგებას გადაურჩა, "ატალანტაც", "ატლეტიკომ" თამაში შემოატრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
27 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის პირველი სათამაშო დღის დარჩენილი 6 მატჩი ჩატარდა.

"რეალი" გასვლაზე 87-ე წუთამდე მარცხდებოდა გასვლაზე "გლადბახთან", თუმცა მაინც მოახერხა პირველი ქულის მოპოვება. ამ სეზონში პირველად ითამაშა ტრავმამორჩენილმა აზარმა. დუბლი ცნობილი ფრანგი მცველის, ლილიან ტიურამის შვილმა მარკუს ტიურამმა შეასრულა.

"ატლეტიკო" საკუთარ მოედანზე ორჯერ იყო "ზალცბურგთან" მდევრის როლში, მაგრამ ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც. დუბლი ფელიქსმა შეასრულა.

"მანჩესტერ სიტიმ" უპრობლემოდ სძლია სტუმრად "მარსელს". ფრანგულმა გუნდმა ტურნირზე ზედიზედ 11 მარცხი იწვნია.

"ატალანტა" ბერგამოში 0:2-ს აგებდა "აიაქსთან" და
ქულის გადარჩენა მოახერხა.

"ლივერპულმა" შესვენების შემდეგ სახლში შეძლო "მიდტიულანდის" გატეხვა.

A ჯგუფი

მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო"
ატლეტიკო - ზალცბურგი 3:2
გოლები: 1:0 ლორენტე (29), 1:1 სობოსლაი (40), 1:2 ბერიშა (47), 2:2 ფელიქსი (52), 3:2 ფელიქსი (85)

მოსკოვი. "RZD არენა"
ლოკომოტივი - ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 გორეცკა (13), 1:1 მირანჩუკი (70), 1:2 კიმიჰი (79)

B ჯგუფი

მიონხენგლადბახი."ბორუსია-პარკი"
გლადბახი - რეალი 2:2
გოლები: 1:0 ტიურამი (33), 2:0 ტიურამი (58), 1:2 ბენზემა (87), 2:2 კაზემირო (90+3)


კიევი. "ოლიმპიისკი"
შახტარი - ინტერი 0:0

C ჯგუფი

პორტუ. "დრაგაო"
პორტუ - ოლიმპიაკოსი 2:0
გოლები: 1:0 ვიერა (18), 2:0 ოლივეირა (85)


მარსელი. "ველოდრომი"
მარსელი - მანჩესტერ სიტი 0:3
გოლები: 0:1 ტორესი (18), 0:2 გიუნდოგანი (76), 0:3 სტერლინგი (81)

D ჯგუფი

ბერგამო. "აძური დ'იტალია"
ატალანტა - აიაქსი 2:2
გოლები: 0:1 ტადიჩი (30, პენ), 0:2 ტრაორე (38), 1:2 საპატა (54), 2:2 საპატა (60)


ლივერპული - მიდტიულანდი 2:0
გოლები: 1:0 ჟოტა (55) 2:0 სალაჰი (90+3, პენ)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული