ჩემპიონთა ლიგა. II ტური: ხოჭოლავამ ტრავმა მიიღო, "შახტარმა" ინტერთან" ფრეს მიაღწია - "ბაიერნმა" იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
27 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის ორი მატჩი გაიმართა.

ხოჭოლავას "შახტარისა" და "ინტერის" შეხვედრა 0:0 დასრულდა.

მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ "რეალთან" შეხვედრის სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა და საინტერესო იყო, შეძლებდა თუ არა დონბასური გუნდი ევროპა ლიგის ნახევარფინალში "ინტერთან" სასტიკი მარცხისათვის (0:5) რევანშის აღებას. დავით ხოჭოლავა კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს. მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ტრუბინი. მუდამ მშვიდი კაშტრუ აშკარად ანერვიულდა და თავის ფეხბურთელებს ყვირილი დაუწყო. ასეა თუ ისე, "შახტარმა" გაუძლო და პირველი ტაიმი
უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, თუმცა მილანელთა შეტევები კი მინავლდა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

სამწუხაროდ, 62-ე წუთზე ტრავმა მიიღო ხოჭოლავამ და შეცვალეს. ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.

"ბაიერნმა" კი მოსკოვში 2:1 მოუგო "ლოკომოტივს".

A ჯგუფი

მოსკოვი. "RZD არენა"
ლოკომოტივი - ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 გორეცკა (13), 1:1 მირანჩუკი (70), 1:2 კიმიჰი (79)

B ჯგუფი

კიევი. "ოლიმპიისკი"
შახტარი - ინტერი 0:0


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული