ცნობილია ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა "ინდიფენდენთის" ჟურნალისტმა მიგელ დილეინიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე უეფას წლიური რეპორტის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული გახლავთ, თუ ვინ არის ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი.

ამ მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ყველაზე ჩქარა კილიან მბაპე გაიქცა და "ბაიერნთან" 33,98 კმ/სთ აჩქარება ჰქონდა. მეორე პოზიციაზე კი "ლაიპციგის" ფეხბურთელი ლუკას კლოსტერმანი გახლავთ 33,82 კმ/სთ მაჩვენებლით. საუკეთესო სამეულს კი "ატალანტას" მცველი ჰანს ჰატებური კრავს 33,71 კმ/სთ სიჩქარით.

საუკეთესო 12 სპრინტის შესახებ მონაცემები კი ქვევით მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ:

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
სკოლაში ფიზიკა თუ გისწავლია, უნდა იცოდე, რომ სიჩქარე და აჩქარება სხვადასხვა ცნებებია.
გულშემატკივარი
14:48 28-10-2020
1

სიახლეები პოპულარული