ჩემპიონთა ლიგა. II ტური: "ბარსამ" ბართომეუს გადადგომა "იუვესთან" აღნიშნა, "მანჩესტერმა" ძველი დროება გაიხსენა [VIDEO]

AutoSharing Option
28 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა.

"ბარსელონამ" სტუმრად 2:0 სძლია "იუვენტუსს", რომელსაც კორონავირუსით დაინფიცირებული რონალდო ვერ დაეხმარა. ანგარიში დემბელემ მესის პასით გახსნა. ეს ტურნირზე ლეოს 35-ე საგოლე გადაცემაა. მასზე მეტი მხოლოდ რონალდოს ანგარიშზეა - 38. ტრავმამორჩენილმა დემბელემ ჩემპიონთა ლიგის ორივე სასტარტო მატჩში გაიტანა. კომპენსირებულ დროში კი ფატის მოპოვებული თერთმეტმეტრიანი მესიმ გამოიყენა. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე ოთხივე გოლი პენალტით გაიტანა. შეგახსენებთ, გუშინ კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ბართომეუ გადადგა. "იუვეს" თავდამსხმელმა მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა - სამივეჯერ ნეტოს კარი თამაშგარედან
დალაშქრა.

"ფერენცვაროში" და კიევის "დინამო" დაზავდნენ (2:2). მასპინძელთა გუნდში ლაშა დვალი 86-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო სტუმართა გუნდში გიორგი წიტაიშვილი სათადარიგო იყო.

"დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა "ზენიტი" და რა თქმა უნდა, კვლავ გამოიჩინა თავი ჰოლანმა. სტუმრებს მეტოქის კარში ბურთი საერთოდ არ დაურტყამთ, ხოლო მათ ნაქებ ფორვარდ ძიუბას ბოლო 12 შეხვედრაში არ დაულაშქრავს მეტოქეთა კარი. "ჩელსიმ" გასვლაზე 4:0 გაანადგურა "კრასნოდარი". ამ კვირაში ტურნირზე ყველა რუსული გუნდი დამარცხდა.

"მანჩესტერმა" ძველი დროება გაიხსენა - "ლაიპციგი" 5:0 გაანადგურა. რეშფორდმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

E ჯგუფი

სევილია. "სანჩეს პისხუანი"
სევილია - რენი 1:0
გოლი: დე იონგი (55)

კრასნოდარი. "კრასნოდარი"
კრასნოდარი - ჩელსი 0:4
გოლები: 0:1 ჰადსონ-ოდოი (37), 0:2 ვერნერი (76, პენ), 0:3 ზიეში (80), 0:4 პულიშიჩი (90)
გამოუყენებელი პენალტი: ჟორჟინიო (14)

F ჯგუფი

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი"
დორტმუნდი - ზენიტი 2:0
გოლები: 1:0 სანჩო (78, პენ), 2:0 ჰოლანი (90+1)


ბრიუგე. "იან ბრეიდელი"
ბრიუგე - ლაციო 1:1
გოლები: 0:1 კორეა (14), 1:1 ვანაკენი (42)

G ჯგუფი

ბუდაპეშტი. "გრუპამა არენა"
ფერენცვაროში - დინამო (კ) 2:2
გოლები: 0:1 ციგანკოვი (28, პენ), 0:2 დე პენა (41), 1:2 ნგუენი (59), 2:2 ბოლი (90
გაძევება: სიდორჩუკი (88, დინამო)


ტურინი. "ალიანც სტადიუმი"
იუვენტუსი - ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 დემბელე (14), 0:2 მესი (90, პენ)
გაძევება: დემირალი (86)


H ჯგუფი

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი"
მანჩესტერი - ლაიპციგი 5:0
გოლები: 1:0 გრინვუდი (21), 2:0 რეშფორდი (76), 3:0 რეშფორდი (78), 4:0 მარსიალი (87, პენ), 5:0 რეშფორდი (90+2)


სტამბული. "ბაშაკშეხირი"
ისტანბული - პსჟ 0:2
გოლები: 0:1 კინი (64), 0:2 კინი (79)


მკითხველის კომენტარები / 5 /
იყო რონალდო პენალდო გახდა მესი პენალსი.წელს 4 ბურთი ოთხივე პენალტით.აბა რას იტყვით მესისტებო.
სიმართლე
18:56 29-10-2020
4
მსაჯმა იუვენტუსს 3 გოლი არ ჩაუთვალა პენალი დადო მის კარში და ფეხბურთელი გაუძევა მეტი რო დაჭირვებოდა მეტსაც გააკეთებდა 5 რო გაეტანა იუვეს 5 საც გააუქმებდა არ იყო პრობლემა
შაკო
12:29 29-10-2020
11

სიახლეები პოპულარული