ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში პსჟ-მა სტუმრად 2:0 დაამარცხა "ისტანბული".
26-ე წუთზე სრულიად უწყინარ სიტუაციაში კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო პარიზელთა თავდამსხმელმა ნეიმარმა და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. ის სარაბიამ შეცვალა.
დუბლი 20 წლის კინმა შეასრულა. მის ანგარიშზე ბოლო 2 მატჩში 4 გოლია. ცნობისათვის, მან ამდენივე გოლი გასულ სეზონში "ევერტონში" 37 მატჩში გაიტანა.