კაპელო: "ბარსელონას" "იუვენტუსთან" 8 გოლი უნდა გაეტანა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგაზე "იუვეს" "ბარსელონასთან" მატჩი (0:2) შეაფასა.

"ბარსელონამ" აიძულა "იუვენტუსი", ეტანჯა. მე განმაცვიფრა კლასში სხვაობამ იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდსა და "ბარსას" შორის, რომელიც განახლების პროცესშია და ელ კლასიკოში დამარცხდა.

მთლიანობაში, ინტენსივობის სხვაობით შოკში ჩავვარდი. "ბარსელონამ" ჩემზე მართლაც შთაბეჭდილება მოახდინა. მათ ორის კი არა, რვა გოლის გატანა შეეძლოთ. დავინახე აგრესიული გუნდი, ბევრი დინამიკა. გამარჯვებაში მესიმაც სერიოზული წვლილი შეიტანა", - განაცხადა კაპელომ Sky Sports-თან ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
იტალიის ჩემპიონატის ყურებას ნაკლებად ვახერხებ,მაგრამ იუვეს თამაშმა,უსიამოვნოდ გამაოცა.არასოდეს მახსოვს,ასეთი უსუსური იუვენტუსი, დანგრეული ბარსელონას ფონზეც კი,რომელმაც საშუალო კლასის დონეზე ითამაშა.ბარსელონას,უშუალოდ მესის გულშემატკივარი ვარ ვფიქრობ სხვებიც დამეთანხმებიან,რომ მესის ძალიან შორს არის ფორმიდან და გუნდს სხვაც უამრავი პრობლემა აქვს.ერთია,რომ მთავარი პრობლემა,ბარტომეუ მოგვარდა და წინ იმედიანად უნდა გავიხედოთ.ბარსას ძალიან კარგი ბიჭები გამოუჩნდნენ ფატის და პედრის სახით,მაგრამ სუარესის გაშვება,მაინც დიდი დივერსიაა,ბარსას წინააღმდეგ.ორი პატარა ბიჭის ანაბარა,ასეთი გუნდის დატოვება,როგორიც ბარსაა,უდიდესი სისულელეა,მთელი სეზონის დატვირთვის გადატანა,მათთვის უმძიმესი ფიზიკუროც და ფსიქოლოგიური დატვირთვაც იქნება,გადამწყვეტ მატჩებში კი,გამოცდილება არ ეყოფათ.დღეს სუარესის ყოფნა,ძალიან დაეხმარებოდა მესის და ფორმაში ჩადგომამდე,ლიდერის ფუნქციებსაც იკისრებდა.ეს ხომ ადრეც ხშირად გაუკეთებია და ისედაც,ასეთი დონის ფეხბურთელის გაშვება,არაფერში ჯდება.მეორე მხრიდან ძალიან შემეცოდა მორატა.სამივე, ისეთი გოლი გაიტანა,სადაც თამაშგარეში ყოფნა,არაფერს წყვეტდა და სამივე გაუქმდა.სრულიად კანონიერი იყო,მაგრამ მორატაც ხომ ადამიანია და ძალიანაც შემეცოდა.
სოსო
12:50 30-10-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული