უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

კაპელო: "ბარსელონას" "იუვენტუსთან" 8 გოლი უნდა გაეტანა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგაზე "იუვეს" "ბარსელონასთან" მატჩი (0:2) შეაფასა.

"ბარსელონამ" აიძულა "იუვენტუსი", ეტანჯა. მე განმაცვიფრა კლასში სხვაობამ იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდსა და "ბარსას" შორის, რომელიც განახლების პროცესშია და ელ კლასიკოში დამარცხდა.

მთლიანობაში, ინტენსივობის სხვაობით შოკში ჩავვარდი. "ბარსელონამ" ჩემზე მართლაც შთაბეჭდილება მოახდინა. მათ ორის კი არა, რვა გოლის გატანა შეეძლოთ. დავინახე აგრესიული გუნდი, ბევრი დინამიკა. გამარჯვებაში მესიმაც სერიოზული წვლილი შეიტანა", - განაცხადა კაპელომ Sky Sports-თან ინტერვიუში.