ლუკაკუმ ტრავმა მიიღო და შეიძლება "რეალთან" ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
"ინტერის" თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში (0:0) მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო, - იტყობინება მილანური კლუბის პრესსამსახური.

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, ლუკაკუმ შეიძლება სერია A-ს მატჩი "პარმასთან" (31 ოქტომბერს) და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა "რეალთან" (3 ნოემბერს) გამოტოვოს.

ამ სეზონში მან სერია A-ს 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული