PREVIEW - ხოჭოლავა "გლადბახს" უმასპინძლებს, "რეალი" პირველი მატჩის მოსაგებად ემზადება, "სიტი" "ოლიმპიაკოსს" დაუხვდება, "ატლეტიკო" "ლოკომოტივს" ესტუმრება, "აიაქსის" მატჩი ჩაიშლება? დღეს მესამე ტური იწყება

AutoSharing Option
დღეს, 3 ნოემბერს, 21:55 წუთზე, ჩემპიონთა ლიგის მესამე ტური დაიწყება. ნაადრევი შეხვედრები რუსეთსა და უკრაინაში გაიმართება.

მეორე ტურში 45 გოლი ვიხილეთ, რაც საშუალოდ, 3 გოლია ერთ მატჩში.


"ლოკომოტივი" - "ატლეტიკო"
ესპანური გრანდი რუსულ "ლოკომოტივს" ესტუმრება და შეეცდება მის დამარცხებას.
მოსკოველებს დღევანდელ მატჩში ბარინოვი და ლისოვი გამოაკლდებათ.
"ატლეტიკოს" ვრსალკოს, კარასკოსა და დიეგო კოშტას გარეშე მოუწევს თამაში. ასევე საეჭვოა საულ ნიგესის თამაშიც.
მატჩი თბილისის დროით 21:55-ზე დაიწყება.
"შახტარი" - "გლადბახი"
უკრაინული გუნდი, მოულოდნელად, 2 ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა.
ხოჭოლავას გუნდმა სტუმრად მადრიდის "რეალი" დაამარცხა - 3:2 და მომდევნო ეტაპზე
გასვლისთვის ერთი ბარიერი ჩამოიშორა.
დღევანდელ მატჩს დონეცკელები ისმაილის გარეშე ჩაატარებენ. ასევე საეჭვოა დოს სანტოს პაედრის, კონოპლიანკას, კოვალენკოსა და კრისტოვის თამაშიც.
რაც შეეხებათ გერმანელებს, მათ საკუთარ მოედანზე 2-ბურთიანი სხვაობა გაანიავეს "რეალთან" და მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულეს.
დღევანდელ მატჩში მათ ბეიერი, ზაქარია და პოულსენი დააკლდებათ.
მატჩი თბილისის დროით 21:55-ზე დაიწყება.
"ატალანტა" - "ლივერპული"
ორი სუპერშემტევი გუნდი დღეს ერთმანეთს ბერგამოში დაუპირისპირდება.
"ლივერპული" ჯერჯერობით უდანაკარგოდ მიიწევს წინ. რაც შეეხება "ატალანტას", მან გასულ ტურში "აიაქსთან" 2:2 ითამაშა.
დღევანდელ მატჩში ბერგამოელებს გოსენი, დეროონი, კალდარა, კარნესეჩი, რომერო, ტოლოი და ჰატებური გამოაკლდებათ.
თავის მხრივ, მერსისაიდელებს ვან დაიკის, ჩემბერლენისა და ფაბინიოს გარეშე მოუწევთ თამაში. ასევე საეჭვოა ალკანტარას, კეიტასა და ციმიკასის თამაშიც.
მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება.

"ზალცბურგი" - მიუნხენის "ბაიერნი"
"ზალცბურგს" დიდი გამოცდა ელის წინ, "რეკორდმაისტერი" კვლავ შესანიშნავ ფორმაშია.
დღევანდელ მატჩში "რედ ბულის" გუნდს ბერნედე, დაკა დიარა გამოაკლდებიან. საეჭვოა ვობერის თამაშიც.
თავის მხრივ, "ბაიერნი" დიდი დანაკლისით გამოვა მოედანზე. დღეს  მათ დეივისის, ზულეს, კუასის, ტილმანისა და ფელდჰანის გარეშე მოუწევთ თამაში.
მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება.

"მანჩესტერ სიტი" - "ოლიმპიაკოსი"
"ქალაქელები" "ოლიმპიაკოსს" მასპინძლობს და მიჯრით მესამე მატჩის მოგებასაც შეეცდება.
დღევანდელ მატჩში "მანჩესტერ სიტის" აგუერო, მენდი და ფერნანდინიო გამოაკლდებიან. საეჭვოა ასევე გაბრიელ ჟესუსის თამაშიც.
თავის მხრივ, "ოლიმპიაკოსს" მხოლოდ ბა დააკლდება.
მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება.

"მიდტიულანდი" - "აიაქსი"
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "აიაქსის" ძირითადი გუნდის ერთდროულად 11 მოთამაშეს კოვიდ-19 დაუდასტურდა. დიდი ალბათობით, ეს მატჩი გადაიდება.
ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციას გავრცელებასთან ერთად მოგაწვდით.

"პორტუ" - "მარსელი"
"პორტუ" გამარჯვებს გარეშე მყოფ "მარსელს" დაუხვდება. თავის მხრივ, პორტუგალიელებს 3 ქულა აქვთ და დღევანდელი გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მეორე ადგილს გაიმყარებენ.
დღევანდელ მატჩში "პორტუს" მარკანო და მბაიე გამოაკლდებიან, ხოლო "მარსელს" - ნაგატომო.
მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება.

"რეალი" - "ინტერი"
არცერთ გრანდს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება არ მოუპოვებია.
ორივე გუნდს, განსაკუთრებით, "რეალს", დიდი აქვს დანაკლისი.
"თეთრებს" კარვახალი, ედერ მილიტაო, ნაჩო და ოდეგორი გამოაკლდებიან. საეჭვოა ასევე ლუკასისა და ოდრიოსოლას თამაშიც.
"ინტერს", თავის მხრივ, მხოლოდ ვესინო დააკლდება, მაგრამ საეჭვოა ერთდროულად 3 ფეხბურთელის თამაში. ესენი არიან: რომელუ ლუკაკუ, სანჩესი და სენსი.
მატჩი თბილისის დროით 00:00-ზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ზენიტი - ლაციო;
ბაშაქშეჰირი - მანჩესტერ იუნაიტედი

ხვალეა 22:00 საათზე.
ვილემ II
15:23 03-11-2020
0

სიახლეები პოპულარული