დვალი “ბარსელონასთან”, წიტაიშვილი “იუვენტუსთან” - ქართველების დღე ჩემპიონთა ლიგაზე

AutoSharing Option
ხვალ, 3 დეკემბერს, 00:00 საათზე, ლაშა დვალის “ფერენცვაროში” “ბარსელონას” მასპინძლობს. 

უნგრულ კლუბს 4 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, ლაშა დვალი “ფერენცვაროშის” რიგებში ასპარეზობს. მასპინძლები ოპტიმალური შემადგენლობით იქნებიან.

რაც შეეხებათ სტუმრებს, კატალონიელები ფატის, უმტიტის, ტერ შტეგენის, სერხი რობერტოს, პიკეს, მესის, კოუტინიოსა და არაუხოს გარეშე ითამაშებენ. “ბარსელონა” ძალიან დიდი დანაკლისით თამაშობს და უნგრელებს ქულის წართმევა შეუძლიათ. 

რაც შეეხება მეორე ქართველს, გიორგი წიტაიშვილის “დინამო კიევი”  “იუვენტუსს” ესტუმრება. 

“ფერენცვაროშის” მსგავსად, უკრაინელებსაც 4 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვთ.

რაც შეეხება
“ბებერ ქალბატონს”, მათ აქტივში 9 ქულა აქვთ და მეორე ადგილი უჭირავთ. 

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს კიელინი გამოაკლდებათ.

“დინამო კიევის” დანაკლისი გაცილებით დიდია. მათ ბესიედინი, ბუილავსკი, ბურდა, დუელუნდი,  კოსტევიჩი, რუსინი და ტიმჩუკი არ ეყოლებათ. 

როგორც აღვნიშნე, მატჩები თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 

altჩემპიონთა ლიგა. V ტური: თოვდა... და ზიდანს ეხურა თალხი - "რეალი" მთლად წახდა, "პორტუ" და "ლივერპული" გავიდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული