შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგა ჭადრაკის სისტემაზე გადავიდეს

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა The Times-ი წერს, რომ უეფაში შემუშავდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ახალი ფორმატი, რომლის მიხედვით, გუნდები არა 6, არამედ 10 შეხვედრას ჩაატარებენ.

საქმე ეხება "შვეიცარიულ სისტემას", რომელიც ჭადრაკსა და სხვა სახეობებში გამოიყენება. ამ სისტემის მიხედვით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კვლავ 32 ან 36 გუნდი იქნება წარმოდგენილი. ყველა მათგანი 1 დივიზიონს შექმნის, კენჭისყრა კი თითოეული კლუბის მოწინააღმდეგეს განსაზღვრავს და მეტოქეები 5 საშინაო და 5 გასვლით შეხვედრებს ჩაატარებენ. გუნდები სტატუსისა და განთესვის მიხედვით იქნებიან განაწილებულნი.

ამ სისტემის მიხედვით, პლეი-ოფში საუკეთესო 16
გუნდი გავა, 1/8-ფინალში კი გუნდები ასე განაწილდებიან: 1-ელადგილოსანი მე-16-ადგილოსანს შეხვდება, მეორეადგილოსანი - მე-15-ზე გასულს და ა.შ.

მე-17-24-ე ადგილებზე გასული კლუბები კი ასპარეზობას ევროპა ლიგაზე განაგრძობენ.

უეფა წევრ ქვეყნებს ახალი ფორმატის პირველად ვერსიას მომავალ 2 კვირაში წარუდგენს, ცვლილებების ძალაში შესვლა კი ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონიდან იგეგმება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს უეფა და ფიფა ისეთ რაღაცეებს იგონებენ რომ გუნდებმა ფეხბურთი საერთოდ აღარ ითამაშონ. ამის მაგალითია ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სადაც მესამე ადგილიოსნებიც გადიან ჯგუფიდან, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების 48 მდე გაზრდა და ახლა კიდევ ეს სისულელე, რომელიც საერთოდ დაუკარგავს ხარისხს და სანახაობას ჩემპიონთა ლიგას.
ჩელსი
08:14 05-12-2020
0
პირადად მე უეფა და ფიფა უკვე დიდი ხანია გულს მირევენ.
გიო
11:38 03-12-2020
0

სიახლეები პოპულარული