პლეი-ოფისთვის ბრძოლის უკანასკნელი ეტაპი. გრანდები ერთმანეთის პირისპირ

AutoSharing Option
დღეს, 8 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართება.

აფიშა დიდია, ერთდროულად რამდენიმე კლუბი პლეი-ოფის საგზურისთვის ითამაშებს. 

"ლაციო" - "ბრიუგე"

დღეს ეს კლუბები ერთმანეთს პლეი-ოფისთვის ეთამაშებიან. იტალიელები 5 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ. რაც შეეხება "ბრიუგეს", მათ 7 ქულა აქვთ. 

ბელგიელებს თამაში მოსაგები აქვთ. სხვა მხრივ, შანსი არ აქვთ. რაც შეეხებათ იტალიელებს, მათ ხელს ფრეც აძლევთ. 

"ლაციოს" მურიქი გამოაკლდება, საეჭვოა კორეასა და პატრიკის თამაშიც. 

რაც შეეხება "ბრიუგეს", სტუმრებს მიტროვიჩი გამოაკლდებათ. 

მატჩი თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება. 


"ლაიპციგი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"

"მანჩესტერ იუნაიტედს", "პარი სენ ჟერმენსა" და "ლაიპციგს" თანაბარი, 9-9 ქულა აქვთ. გერმანელებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ, რადგან მიზერულია იმის შანსი, რომ პსჟ-მა საკუთარ მოედანზე "ბაშაქშეჰირის" დამარცხება ვერ მოახერხოს. 

რაც
შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", მათ ფრეც ჰყოფნით, რადგან ურთიერთშეხვედრებში გერმანელები "ოლდ ტრაფორდზე" გაანადგურეს, ანგარიშით 5:0. 

"ლაიპციგს" კლოსტერმანი, ლაიმერი, სამარძიჩი, უპამეკანო, ჰარტმანი და  ჰენრიხსი გამოაკლდება. 

რაც შეეხებათ ინგლისელებს, მათ კავანი, მარსიალი და ფრედი არ ეყოლებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა დე ხეასა და შუს თამაშიც.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 


"აიაქსი" - "ატალანტა"

ამ გუნდებს შორის ქულათა სხვაობა 1 ქულაა. ამ დროისთვის "ატალანტა" მე-2 ადგილს იკავებს, მაგრამ არცთუ ისე სახარბიელო მისია აკისრია. მათ ამსტერდამში არ უნდა წააგონ.

რაც შეეხება "აიაქსს", მათ არაფერი დარჩენიათ იმის გარდა, რომ შეუტიონ და ყველამ კარგად იცის, ამ გუნდს შეტევაში თამაში როგორ შეუძლია. 

ჰოლანდიელებს კუდუსი გამოაკლდებათ, საეჭვოა ნერესისა და ტრაორეს თამაშიც. 

რაც შეეხებათ ბერგამოელებს, მათ კალდარა, მირანჩუკი, მოხიკა და პალაშიჩი არ ეყოლებათ. 

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. 

altჩემპიონთა ლიგა. V ტური: ჟირუს პოკერი, ნეიმარის დუბლი "მანჩესტერთან", რონალდოს 750-ე გოლი და დვალის გუნდის მარცხი "ბარსასთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული