შანსი ხოჭოლავას! "შახტარს" პლეი-ოფში გასასვლელად 1 მოგება აშორებს [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს "ინტერი" საკუთარ მოედანზე "შახტარს" მასპინძლობს. 

ამ ჯგუფში ყველაფერი თავდაყირა დგას. ფავორიტები მე-3 და მე-4 ადგილას არიან, ხოლო ნაკლები პოტენციალის მქონე გუნდები - 1-ელ და მე-2 პოზიციებზე. 

დღევანდელ შეხვედრაში "შახტარი" გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპს დაძლევს, რაც ქართველებისთვის სასიხარულოა, რადგან ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია დავით ხოჭოლავა. 

"ინტერის" მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. დღეს გამარჯვების შემთხვევაში მეორე შეხვედრა ფრედ არ უნდა დასრულდეს, რადგან "რეალთან" კლუბს უარყოფითი ბალანსი აქვს, ხოლო "გლადბახი" 9 ქულით იტალიელებისთვის მიუწვდომელი იქნება. 

მწვრთნელებმა ამ შეხვედრაზე ისაუბრეს.

Sportall.Ge

ლუის კასტრო, "შახტარი": "ჩვენი გუნდი
100%-ით "ინტერზეა" კონცენტრირებული. როგორ ვაპირებთ გამარჯვებას? დაცვა სამკვდრო-სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი ფეხბურთელები ამისთვის მზად არიან. მირჩევნია ვიფიქრო "რეალთან" გამარჯვებაზე, ვიდრე "გლადბახთან" მარცხზე, მაგრამ ეს ყველაფერი მომდევნო მატჩში ვერ დაგვეხმარება".


Sportall.Ge

ანტონიო კონტე,"ინტერი": "ჩვენ რეალობის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ჩვენი თამაში უნდა მოვიგოთ. გასულ კვირას ასე მოვიქეცით და მნიშვნელოვან თამაშში გავიმარჯვეთ. რა მოხდება მადრიდში, საერთოდ არ მანერვიულებს, პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვიგოთ. დიდი დანაკლისით ვითამაშებთ, განსაკუთრებით, ნახევარდაცვაში. ვიდალი არ იქნება, რაც დასანანია, მაგრამ არტუროს გარეშე გერმანიაში უკვე მოვიგეთ. ჩვენ ვიცით, რომ დიდი კლუბი ვართ და ასევე ვითამაშებთ".

ორივე კლუბი მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. 

მასპინძლებს ვიდალი არ ეყოლებათ. საეჭვოა ბარელას, ნაინგოლანის და პინამონტის თამაშიც.

რაც შეეხება "შახტარს", უკრაინელების დანაკლისი ბევრად დიდია. მათ კონოპლიანკა, კორნიენკო, ისმაილი, ჟუნიორ მორაესი და ფერნანდო გამოაკლდებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა დენტინიოს თამაშიც. 

შეგახსენებთ, დღევანდელი შეხვედრა 00:00 საათზე დაიწყება. 

altჩემპიონთა ლიგა. VI ტური: სკანდალურად შეწყვეტილი პსჟ-"ისტანბული" და "იუვეს" მიერ განადგურებული "ბარსა" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
აქ ინტერიც გავა და რეალიც
ზვიადი
18:20 09-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული