"ისტანბულის" მწვრთნელი რუმინელ მსაჯებს ციგნებს ეძახდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში პსჟ-ისა და "ისტანბულის" მატჩი იმის გამო შეწყდა, რომ მეოთხე მსაჯმა, რუმინელმა სებასტიან კოლცესკუმ თურქული გუნდის მწვრთნელის თანაშემწეს, პიერ ვებოს "ნეგრუ" უწოდა. ამის შემდეგ სტამბოლურმა გუნდმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვა და შეხვედრა დღეს გაგრძელდება.

კოლცესკუმ "ტვიტერზე" დაწერა: "ნეგრუ რუმინულად შავს ნიშნავს. მე რასისტი არ ვარ". აღნიშნულ ფაქტზე ფიფა გამოძიებას დაიწყებს.

რუმინელი ჟურნალისტი ემანუელ როშუ ამტკიცებს, რომ ვებო მე-2 წუთიდან რუმინელ მსაჯებს ციგნებს ეძახდა.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯონ ბარნსმა გააკეთა:

"აი, "ისტანბულის"
სამწვრთნელო შტაბი... ერთ-ერთი მათგანი უნდა გააძევონ და მთავარი მსაჯი სარეზერვო არბიტრს ეკითხება, რომელია გასაძევებელი. ვინმეს შეუძლია ამიხსნას, რეფერის გარდა, სიტყვა "შავისა" როგორ უნდა მიეთითებინა, თუ არ იცოდა მათი გვარები და მათ არა აქვთ ნომრები?

ეს რასიზმი არ არის! მსაჯმა არ იცის გვარები, შვიდიდან ექვსი მწვრთნელი კი თურქია", - წერს ბარნსი სოციალურ ქსელში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
Tetrs tetri rom daudzaxo magic rasizmia?
Gaza
17:17 10-12-2020
0
ისე, რუმინელები, კი არიან ციგნებივით.საშა ბარონის ფილმი გამახსენდა.
levani
17:02 10-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული