
"ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ "კიკერს" განუცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფორმატი აუცილებლად შესაცვლელია, განსაკუთრებით, ჯგუფური ეტაპი, რადგან უმეტესად 3-4 ტურის შემდეგ მერვედფინალისტები გარკვეულია და დარჩენილ მატჩებში უმოტივაციო გუნდების თამაშებია.
რუმენიგე დარწმუნებულია, რომ უეფა უკვე განიხილავს და მალე შეცვლის პლეი-ოფების გამართვის წესს და მეოთხედფინალებიდან გუნდები მხოლოდ ერთ მატჩს ითამაშებენ, ხოლო ნახევარფინალები და ფინალები, ისევე, როგორც შარშან აგვისტოში პანდემიის გამო მოხდა, წესად დაინერგება და ერთ ქალაქში ჩატარდება.