ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩი "ლაიპციგსა" და "ლივერპულს" შორის გერმანიაში არ ჩატარდება. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები იტყობინებიან.
გერმანიაში 17 თებერვლამდე აკრძალეს ყველა იმ ადგილიდან ქვეყანაში შესვლა, სადაც კორონავირუსის ახალი მუტაცია დაფიქსირდა. გამონაკლისი მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებზე დაიშვება და "ლივერპულს" არ შეეხება. შეზღუდვა შაბათიდან ამოქმედდა.
ამასთან დაკავშირებით უეფა მოლაპარაკებას გერმანიის საფეხბურთო კავშირთან და გერმანიის მთავრობასთან აწარმოებს. პირველი მატჩი შეიძლება ინგლისში ან ნეიტრალურ მოედანზე გაიმართოს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ "ლივერპული" გერმანიაში არ შეუშვეს და "ლაიპციგმა" თამაშის ჩასატარებლად სხვა ადგილი ვერ მონახა,
გერმანულ გუნდს ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიან - 0:3.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ "ლივერპული" გერმანიაში არ შეუშვეს და "ლაიპციგმა" თამაშის ჩასატარებლად სხვა ადგილი ვერ მონახა,
ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 16 თებერვალს უნდა ჩატარდეს.