"ლივერპულს" გერმანიაში ჩასვლა აუკრძალეს - "ლაიპციგს" წაგებას ჩაუთვლიან?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩი "ლაიპციგსა" და "ლივერპულს" შორის გერმანიაში არ ჩატარდება. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები იტყობინებიან.

გერმანიაში 17 თებერვლამდე აკრძალეს ყველა იმ ადგილიდან ქვეყანაში შესვლა, სადაც კორონავირუსის ახალი მუტაცია დაფიქსირდა. გამონაკლისი მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებზე დაიშვება და "ლივერპულს" არ შეეხება. შეზღუდვა შაბათიდან ამოქმედდა.

ამასთან დაკავშირებით უეფა მოლაპარაკებას გერმანიის საფეხბურთო კავშირთან და გერმანიის მთავრობასთან აწარმოებს. პირველი მატჩი შეიძლება ინგლისში ან ნეიტრალურ მოედანზე გაიმართოს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ "ლივერპული" გერმანიაში არ შეუშვეს და "ლაიპციგმა" თამაშის ჩასატარებლად სხვა ადგილი ვერ მონახა,
გერმანულ გუნდს ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიან - 0:3.

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 16 თებერვალს უნდა ჩატარდეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თბილისში ჩამოდით და აქ ჩაატარეთ თამაში. ისე არცერთის ფანი არ ვარ.
0
გაასწორეთ, თავგზა ამებნა თავიდან:). 'ზალცბურგი" რა შუაშია?
emigranti
01:05 05-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული