[PREVIEW] რონალდო პორტუგალიაში ბრუნდება... "დორტმუნდი" ანდალუსიაში პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
ხვალ, 18 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური შეხვედრები გაიმართება. 

"პორტუ" "იუვენტუსს" უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ არც ერთ გუნდს დიდი დანაკლისი არ აქვს. პორტუგალიელებს ნანუ დააკლდებათ, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ მძიმე ტრავმა მიიღო. 

რაც შეეხება "ბებერ ქალბატონს", იტალიელებს ხუან კუადრადო და არტური გამოაკლდებათ. 

ეს გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ დაუპირისპირდნენ და ორივეჯერ გამარჯვებული "იუვენტუსი" აღმოჩნდა. 

მეორე შეხვედრა ესპანეთში გაიმართება. ერთმანეთს "სევილია" და "დორტმუნდი" დაუპირისპირდებიან. 

ანდალუსიელებს ლუკას ოკამპოსი და მარკოს აკუნა გამოაკლდებათ. 

თავის მხრივ, გერმანელებს აქელ ვიტსელი და დან აქსელ ზაგადუ გამოაკლდებათ. 

ურთიერთშეხვედრების
მხრივ, ამ გუნდებმა ერთმანეთში 2 მატჩი გამართეს. აღსანიშნავია, რომ გერმანელებმა ვერცერთი ვერ მოიგეს. ერთი გამარჯვება ესპანელების ანგარიშზეა, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. 


altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დაჯაბნილი "ბარსა" და "ლაიპციგი" - "ლივერპული" და პსჟ ცალი ფეხით მეოთხედფინალში არიან [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული