17 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის ორი პირველი მერვედფინალი გაიმართა.
"პორტუმ" საკუთარ მოედანზე "იუვენტუსი" 2:1 დაამარცხა.
დებიუტშივე ანგარიში მასპინძელთა ირანელმა თავდამსხმელმა ტარემიმ ბეტანკურის შეცდომის შემდეგ გახსნა, რომელმაც პლეი-ოფში პირველად მიიღო მონაწილეობა. 34-ე წუთზე მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო ტურინელთა მცველმა კიელინიმ და შეცვალეს. "იუვემ" მარჩეზინის კარში პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ დაარტყა - დემირალმა მე-40 წუთზე.
"პორტუმ" მეორე ტაიმის დასაწყისშიც დაამწუხრა შჩენსნი - ამჯერად თავი მარეგამ გამოიჩინა. ამის შემდეგ პორტუგალიურმა გუნდმა უკან დაიხია, თამაში კონტრშეტევებზე ააწყო და 83-ე წუთზე კიეზამ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.
რაც
შეეხება თავდამსხმელ რონალდოს, კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ეს უკანასკნელი სამი წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა, როდესაც "იუვენტუსის" შემადგენლობაში პლეი-ოფში ვერ გაიტანა.
უკვე მე-7 წუთზე ანდალუსიელები სუსომ დააწინაურა, თუმცა მე-19 წუთზე დაუდმა შორიდან საპასუხო გოლი გაიტანა, მერე კი შესვენებამდე ჰოლანმა დუბლი შეასრულა და პირველი ტაიმი "დორტმუნდმა" 3:1 მოიგო.
ჰოლანი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირზე 13 მატჩში 18 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 25 გოლია.
შესვენების შემდეგ "დორტმუნდმა" თამაში დააწყნარა, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა. თუმცა მატჩის დასასრულს "სევილია" ინიციატივას დაეუფლა - შეცვლაზე შესულ ოსკარ როდრიგესს შეეძლო ანგარიშის შემცირება, მაგრამ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო 84-ეზე ჰიტცის კარი დე იონგმა დალაშქრა. ბოლოს სანჩომ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.
პორტუ. "დრაგაო"
პორტუ - იუვენტუსი 2:1
გოლები: 1:0 ტარემი (2), 2:0 მარეგა (46), 2:1 კიეზა (83)
სევილია. "სანჩეს პისხუანი"
სევილია - დორტმუნდი 2:3
გოლები: 1:0 სუსო (7), 1:1 დაუდი (19), 1:2 ჰოლანი (27), 1:3 ჰოლანი (43), 2:3 დე იონგი (84)
საპასუხო შეხვედრები 9 მარტს გაიმართება.