ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: პასიური რონალდო და რეაქტიული ჰოლანი - "პორტუმ" და "დორტმუნდმა" იმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
17 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის ორი პირველი მერვედფინალი გაიმართა.

"პორტუმ" საკუთარ მოედანზე "იუვენტუსი" 2:1 დაამარცხა.
დებიუტშივე ანგარიში მასპინძელთა ირანელმა თავდამსხმელმა ტარემიმ ბეტანკურის შეცდომის შემდეგ გახსნა, რომელმაც პლეი-ოფში პირველად მიიღო მონაწილეობა. 34-ე წუთზე მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო ტურინელთა მცველმა კიელინიმ და შეცვალეს. "იუვემ" მარჩეზინის კარში პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ დაარტყა - დემირალმა მე-40 წუთზე.

"პორტუმ" მეორე ტაიმის დასაწყისშიც დაამწუხრა შჩენსნი - ამჯერად თავი მარეგამ გამოიჩინა. ამის შემდეგ პორტუგალიურმა გუნდმა უკან დაიხია, თამაში კონტრშეტევებზე ააწყო და 83-ე წუთზე კიეზამ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

რაც
შეეხება თავდამსხმელ რონალდოს, კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ეს უკანასკნელი სამი წლის მანძილზე  პირველი შემთხვევაა, როდესაც "იუვენტუსის" შემადგენლობაში პლეი-ოფში ვერ გაიტანა.

"დორტმუნდმა" გასვლაზე 3:2 სძლია "სევილიას".
უკვე მე-7 წუთზე ანდალუსიელები სუსომ დააწინაურა, თუმცა მე-19 წუთზე დაუდმა შორიდან საპასუხო გოლი გაიტანა, მერე კი შესვენებამდე ჰოლანმა დუბლი შეასრულა და პირველი ტაიმი "დორტმუნდმა" 3:1 მოიგო.

ჰოლანი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირზე 13 მატჩში 18 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 25 გოლია.

შესვენების შემდეგ "დორტმუნდმა" თამაში დააწყნარა, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა. თუმცა მატჩის დასასრულს "სევილია" ინიციატივას დაეუფლა - შეცვლაზე შესულ ოსკარ როდრიგესს შეეძლო ანგარიშის შემცირება, მაგრამ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო 84-ეზე ჰიტცის კარი დე იონგმა დალაშქრა. ბოლოს სანჩომ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

პორტუ. "დრაგაო"
პორტუ - იუვენტუსი 2:1
გოლები: 1:0 ტარემი (2), 2:0 მარეგა (46), 2:1 კიეზა (83)

სევილია. "სანჩეს პისხუანი"
სევილია - დორტმუნდი 2:3
გოლები: 1:0 სუსო (7), 1:1 დაუდი (19), 1:2 ჰოლანი (27), 1:3 ჰოლანი (43), 2:3 დე იონგი (84)

საპასუხო შეხვედრები 9 მარტს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გაყიდული თმაშების არ ვიცი მარა მესი ის ფანებო psg-სთან მატჩის შემდეგ თქვენს ადგილზე ხმას არ ამოვიღებდი
*
20 თებერვალი 2021 00:43
0
არაფერია გასაკვიფი რადგან სტადიონი ცარიელია და შემოსავზლი ნული გამოიცანით რას აკეთებდნ??? ყიდიან თამაშებს ვინ იფიქრებდა რომ იუვე 1 გოლს მაინც არ გაიტანდა 90 პროცენტს ორივეს გოლი სწერა მილიონებს შოულობდნ არ კიდიათ ვინ იქნება პირველი და მეორე მთავარია ფული
ილია
18 თებერვალი 2021 12:08
8
chemi azrit mase araa darwmunebuli var juventus ma barselonam da nebismierma vinc waago wagebas imsaxurebda da waagen kide.portos ase agdebulad nu uyurebt
nika
18 თებერვალი 2021 15:35
0
რაო რონალდოს ფანებო, რას იძახდით მესიზეე?)))
შოთა
18 თებერვალი 2021 11:16
15
ეგეც საკითხავია, არა მგონია პორტომ გაუშვას ხელიდან შანსი!
interi
18 თებერვალი 2021 15:26
0
მესისგან განსხვავებით, რონალდოს შემდეგი ტურის შეხვედრა შინ აქვს ჩასატარებელი და 1:0 იც აწყობთ :D :D
...
18 თებერვალი 2021 14:44
2
როლანდო რა კარგად დასეირნობდა? იფ.
interi
18 თებერვალი 2021 11:03
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული