ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ბაიერნმა" "ლაციოს" საქმე შესვენებამდე მოუთავა - ჟირუმ "ჩელსის" "ატლეტიკოსთან" გამარჯვება სუპერგოლით მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
23 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

"ბაიერნმა" სტუმრად 4:1 სძლია "ლაციოს" და პრაქტიკულად, შემდეგი ეტაპის საგზური გაინაღდა.

ანგარიში დებიუტში ლევანდოვსკიმ გახსნა, რომელმაც ტურნირზე 72-ე გოლი გაიტანა. მასზე მეტი მხოლოდ რონალდოს (134) და მესის (119) აქვთ გატანილი.

შემდეგ კი რომაელთა კარი მუსიალამ დალაშქრა, რომელსაც ამას წინათ სასწრაფოდ მიაღებინეს გერმანიის მოქალაქეობა და ბუნდესგუნდში უხმეს. მუსიალა 17 წლისა და 363 დღისაა და პლეი-ოფში გოლის გამტან ახალგაზრდა ფეხბურთელებში მხოლოდ ბოიან კრკიჩს ჩამორჩება.

მესამედ რეინა სანემ დაამწუხრა და „რეკორდმაისტერმა“ ორრაუნდიანი ბრძოლა პრაქტიკულად ერთ
ტაიმში მოიგო - საბოლოოდ 1:4.

"ჩელსიმ" ნაკლებად თვალსასეირო მატჩში ბუქარესტში 1:0 მოუგო "ატლეტიკოს".

როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდები ძალიან ფრთხილობდნენ, თამაშის გამწვავებას ერიდებოდნენ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

69-ე წუთზე კი ჟირუმ ლამაზი გოლი გაიტანა. მსაჯმა ბრიხმა თამაშგარე დააფიქსირა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩათვალა. ოლივერმა მიმდინარე ტურნირზე მე-6 გოლი გაიტანა და 34 წლის ასაკში პირადი რეკორდი გაიმეორა.

რომი. "ოლიმპიკო"
ლაციო - ბაიერნი 1:4
გოლები: 0:2 ლევანდოვსკი (9), 0:2 მუსიალა (24), 0:3 სანე (42), 0:4 აჩერბი (47, საკ. კარში), 1:4 კორეა (49)

ბუქარესტი."ნაციონალა"
ატლეტიკო - ჩელსი 0:1
გოლი: ჟირუ (68)

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრები 18 მარტს ჩატარდება.

alt[PREVIEW] "ლაციო" დიდი გამოწვევის წინ... "ჩელსი" ლა ლიგის ლიდერს დაუპირისპირდება

მკითხველის კომენტარები / 1 /
გელა გეგას Ძე ნუგზარაᲨვილი.
Mima
08:26 24-02-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული