[PREVIEW] "რეალი" ბერგამოში დიდი დანაკლისით ითამაშებს... "გლადბახი" შეუჩერებელ "სიტის" დაუპირისპირდება [PHOTO]

AutoSharing Option
ხუთშაბათს, 25 თებერვალს, 00:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მორიგი 2 შეხვედრა გაიმართება. 

Sportall.Ge

"ა" - ს "ი"

ბერგამოს "ატალანტა" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება და შეეცდება, პირველივე მატჩში ესპანელების საკადრო პრობლემების გამო ორმატჩიან დუელში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვოს. 

"სამეფო" კლუბს ქარიმ ბენზემა, სერხიო რამოსი, ედენ აზარი, მარსელო, როდრიგო, ედერ მილიტაო, დანიელ კარვახალი და ფედე ვალვერდე გამოაკლდება. 

"ატალანტას" ჰანს ჰატებორი არ ეყოლება. 

ეს გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ პირველ შეხვედრას გამართავენ. 


Sportall.Ge

"გლადბახი" - "მანჩესტერ სიტი"

"გლადბახი" ფანტასტიკურ ფორმაში მყოფ "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს და შეეცდება "ქალაქელების" დამარცხებას. 

გერმანელებს მამადუ
დუკორე არ ეყოლებათ. კითხვის ნიშნის ქვეშაა მარკუს ტურამის თამაშიც. 

რაც შეეხება "მანჩესტერ სიტის", ინგლისელებს ახალგაზრდა ფეხბურთელი ნათან აკე გამოაკლდებათ. 

ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 3-ჯერ "სიტიმ" იმარჯვა, ხოლო 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა. 


altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ბაიერნმა" "ლაციოს" საქმე შესვენებამდე მოუთავა - ჟირუმ "ჩელსის" "ატლეტიკოსთან" გამარჯვება სუპერგოლით მოუპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული