"სამწუხაროდ, ისინი ხვალ ჩვენთან ერთად არ ითამაშებენ..." - კროოსმა მბაპესა და ჰოლანზე ისაუბრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა "ატალანტასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/16- ფინალურ მატჩზე ისაუბრა. გერმანელის თქმით, ეს შეხვედრა მათთვის ფინალივით იქნება. 

"ეს ჩვენთვის ფინალია. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი ახლა იწყება. ტრავმების გარდა, ისედაც ვხვდებოდით, რომ ეს მძიმე შეხვედრა იქნებოდა. 

ჩვენ წინააღმდეგ შესანიშნავად მოთამაშე გუნდი იქნება. მათი თამაშის გაკონტროლება მოგვიწევს, ბურთი აუცილებლად ჩვენ უნდა ვათამაშოთ. უნდა შევუტიოთ, თუმცა დაცვაც არ უნდა დაგვავიწყდეს", - განაცხადა კროოსმა. 

ჟურნალისტებმა გერმანელ ნახევარმცველს ასევე ორ სუპერტალანტზე, ერლინ ჰოლანსა და კილიან მბაპეზე აზრი ჰკითხეს.. 

- ვის აირჩევდი შენი გუნდისთვის, ერლინ
ჰოლანს თუ კილიან მბაპეს?


"ორივე ძალიან კარგი ფეხბურთელია, მათ ნებისმიერი გუნდის გაძლიერება შეუძლიათ. სამწუხაროდ, ისინი ხვალ ჩვენთან ერთად არ ითამაშებენ. ამიტომ მე, როგორც "რეალის" ერთ-ერთი ფეხბურთელი, "ატალანტასთან" თამაშზე ვარ კონცენტრირებული.

ვფიქრობ, ნახევარდაცვის ხაზი ლუკა მოდრიჩთან და კაზემიროსთან ერთად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ჩემი აზრით, ბერგამოელების მწვრთნელს გაუჭირდება იმის გამოცნობა, თუ როგორი ტაქტიკით ვითამაშებთ. ჩვენ წლებია ვდომინირებთ და მინდა ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. ჩვენი ნახევარდაცვის ხაზი თავდამსხმელებს გოლის გატანაში, ხოლო მცველებს კარის დაცვაში ეხმარება, რაც საქმეს გვიმარტივებს" - ამბობს კროოსი. 

ფეხბურთელმა ასევე 9 ტრავმირებულ მოთამაშეზე ისაუბრა. 

"სამწუხაროა, რომ ჩვენს გუნდს ამდენი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს. მე ყოველთვის მოედანზე და მოედანს მიღმა ღიად გამოვთქვამ ჩემს აზრს. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. მე ტრავმები ვერ შემაჩერებს, ასევეა ჩვენი გუნდიც". 

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთი თქვენსკენ.
misha
16:29 24-02-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული