ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "სიტიმ" კლასით იმარჯვა, "რეალმა" - რიცხობრივი უპირატესობით [VIDEO]

AutoSharing Option
24 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალური მატჩი ჩატარდა.

"მანჩესტერ სიტიმ“ გასვლაზე უპრობლემოდ, 2:0 მოუგო „გლადბახს“

სტუმრები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ბერნარდო სილვამ დააწინაურა კიდეც. 65-ე წუთზე კი ზომერს გაბრიელ ჟეზუსმაც გაუტანა და „სიტიმ“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-19 გამარჯვება მოიპოვა.

გაბრიელ ჟეზუსმა ჩემპიონთა ლიგის 27 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

"რეალმა" კაცნაკლული „ატალანტა“ ძლივს დაამარცხა

უკვე მე-17 წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით მენდის უკანასკნელი იმედის ჯარიმით შეჩერებისათვის გააძევა მასპინძელთა ნახევარმცველი ფროილერი. ამის შემდეგ სტუმრები ბევრს
უტევდნენ, თუმცა ბერგამოელებმა გაუძლეს და შესვენებამდე გოლი არ გავიდა.

მასპინძლები მეორე ტაიმშიც ორგანიზებულად თამაშობდნენ, თითქოს ფრესთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ 86-ე წუთზე მენდიმ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა და „სამეფო გუნდს“ გამარჯვება მოუტანა.

ბუდაპეშტი. "პუშკაშ არენა"
გლადბახი - მანჩესტერ სიტი 0:2
გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (29), 0:2 გაბრიელ ჟეზუსი (65)

ბერგამო. "აძური დ'იტალია"
ატალანტა - რეალი 0:1
გოლი: მენდი (86)
გაძევება: ფროილერი (17)

ამ გუნდების განმეორებითი მატჩები 17 მარტს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ოი ბარსამანია, რეალმა ძლივს დაამარცხა კაცნაკლული ბარსელონა. ბარსა სახლში გახიეს. კი არ გაუშვებთ კომენტარს, მარა თქვენ ხო ნახავთ :))))
Dato
05:09 25-02-2021
14
გაქონდა თუ არა მენდის გოლი? გაქონდა! საჯარიმოში შეიგდო დასარტყმელ პოზიციაზე, პოზიცურად აჯობა და მცველმა წააქცია. ამაზე მეტი ბოლო იმედის ჯარიმა რა გინდათ?
ქუთაისელი
12:27 25-02-2021
7

სიახლეები პოპულარული