ზიდანს თავის ტკივილი დაემატა... განმეორებით შეხვედრაში გუნდს კაზემირო გამოაკლდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი კაზემირო ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ დაპირისპირებას "ატალანტას" წინააღმდეგ გამოტოვებს. 

ფეხბურთელმა გუშინდელ დაპირისპირებაში მე-3 ბარათი მიიღო და "ალფრედო დი სტეფანოს" მოედანზე გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 

ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი ბერგამოში გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში მიიღო, როდესაც ბრაზილიელმა დუვან ზაპატა წააქცია. 

"სამეფო კლუბის" თავკაც ზინედინ ზიდანს მისი პირდაპირი შემცვლელი ამჟამად არ ჰყავს. ასე რომ, სავარაუდოდ, ჩამშლელის პოზიციას ტონი კროოსი შეითავსებს. 

"ატალანტას", თავის მხრივ, რემო ფროილერი გამოაკლდება, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო.

შეგახსენებთ, ბერგამოელებისა და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება ესპანელების
გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა 17 მარტს გაიმართება. 


მომზადებულია marca-ს მიხედვით

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "სიტიმ" კლასით იმარჯვა, "რეალმა" - რიცხობრივი უპირატესობით [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 3 /
1/16? აქამდე ასე უცბად როგორ მივიდნენ? შეცდომაა, ჯერ მხოლოდ 1/64 ფინალია
დინამოელი
09:27 06-03-2021
0
დიდი ამბავი კაზემიროს არყოფნა, მსაჯი რას მიკეთებს
kaxa
14:13 25-02-2021
3

სიახლეები პოპულარული