"რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა მოედანს შეიძლება მომავალ კვირაში დაუბრუნდეს.
"მარკას" ცნობით, ბენზემამ ტრავმა მოირჩინა, ვარჯიშობს და "ატალანტასთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში თამაშს აპირებს. თავად ფეხბურთელს და კლუბს ამის იმედი აქვთ.
ბენზემას ორშაბათს ლა ლიგაზე "სოსიედადთანაც" შეუძლია ითამაშოს, მაგრამ მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გარისკვას მოერიდება.
ბენზემას ორშაბათს ლა ლიგაზე "სოსიედადთანაც" შეუძლია ითამაშოს, მაგრამ მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გარისკვას მოერიდება.
ქარიმმა ამ სეზონში პრიმერას 21 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.