"ბარსელონას" მწვრთნელი რონალდ კუმანი თვლის, რომ მიუხედავად პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში 1:4 დამარცხებისა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი აქვთ.
"შეუძლებელი არაფერია. ჩვენ საკუთარი თავისა გვჯერა და ვიცით, რომ მოგება გვჭირდება. იმისათვის, რათა ქამბექის საშუალება მოგვეცეს, ეფექტურად თამაში გვმართებს. ვცდით. მუდამ გამარჯვებას ვცდილობთ და იმედია, ამას მოვახერხებთ, მაგრამ ძალიან რთული იქნება. პსჟ ძლიერია და ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.
არ მგონია, ჩვენი შიში ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, მათი მწვრთნელი გუნდს საუკეთესოდ მოამზადებს, რომ ფეხბურთელებმა არ იფიქრონ, თითქოს ეს ადვილი თამაშია. ახლა
ქამბექისთვის სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. საპასუხო მატჩის სახლში თამაში უფრო ადვილია, ვიდრე სტუმრად", - ციტირებს კუმანს უეფას საიტი.