გაანეიტრალონ მესი, არ გაუშვან სწრაფი გოლი... - რა უნდა გააკეთოს პსჟ-მა "ბარსელონას" ბარიერის მარტივად დასაძლევად

AutoSharing Option
ლაპორტამ რამდენიმე დღის წინ კატალონიური კლუბის პრეზიდენტობა დაიბრუნა, რის შემდეგაც, შეიძლება ითქვას, რომ გუნდის გულშემატკივარს კლუბის ხელახალი აღორძინების მოლოდინი აქვს. ეს ყველაფერი კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში უნდა დამტკიცდეს, სადაც კატალონიური გრანდი პსჟ-ს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, "ბლაუგრანა" პირველ შეხვედრაში 1:4 განადგურდა.

Sportall.Ge

"ბარსელონა"-პსჟ - 1:4
საინტერესოა, რა უნდა აირიდოს ფრანგულმა კლუბმა თავიდან, რათა 2017 წლის მსგავსად, მოპოვებული უდიდესი უპირატესობა არ გაანიავოს. მაშ ასე:

Sportall.Ge

მაქსიმალურად შეუზღუდონ სივრცეები მესის

თუ ფრანგული კლუბი ლეოს თამაშიდან გააქრობს, პსჟ მარტივ გამარჯვებასა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის
საგზურსაც მოიპოვებს. მათ ეს ყველაფერი "კამპ ნოუზე" შესანიშნავად მოახერხეს. ამჟამად არგენტინელ ლეანდრო პარედესს მორიგი დიდი გამოწვევა ელის, რადგან ესპანეთში ჩატარებული არცთუ ისე კარგი შეხვედრის შემდეგ ექვსგზის "ოქროს ბურთის" მფლობელ მესის სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა გაიტანოს და შექმნას საგოლე მომენტები, მის წინააღმდეგ კი პირველი ლეანდრო ითამაშებს.

სწრაფი გოლის არგაშვება

სწრაფი გოლის არგაშვება ყველა მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით, პლეი-ოფის დროს. იმ ლეგენდარულ დღეს, როდესაც "ბარსამ" 6:1-ით გამარჯვება შეძლო, სუარესმა მატჩის დებიუტშივე გაიტანა, ხოლო თვითონ კლუბი შეხვედრის 50-ე წუთისთვის უკვე 3:0-ს იგებდა.
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თამაშის კარგ დაწყებაზე ისაუბრა:
"ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ დაიწყებენ თამაშს. ფეხბურთში მთავარია, როგორ იქნები ფოკუსირებული შენს საქმეზე. ჩვენ 0:0-დან ვიწყებთ და უნდა გავიმარჯოთ. თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა, მაშინ მოგვიწევს ამ შეხვედრაში გამარჯვება".
Sportall.Ge
პარიზელებმა ყურადღება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაფანტონ

კატალონიური კლუბის დაცვითი მხარე ლიგა 1-ის წინააღმდეგ კარგი თამაშით ნამდვილად არ გამოირჩევა, თუმცა "ბლაუგრანას" რიგებში დღემდე მოინახებიან ის ადამიანები, რომლებსაც ნებისმიერ სიტუაციაში ფრანგული გუნდის კარის აღება შეუძლიათ.
პოჩეტინომ და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებმა გუშინ, 9 მარტს, გუნდთან ერთად სასტუმროში დარჩენა გადაწყვიტეს.
"უკვე 2 თვეა, რაც აქ ვარ. გუშინ ყველაფერი ერთად გადავწყვიტეთ. გუნდისთვის აუცილებელი გახლდათ ერთად დარჩენა. ჩვენ შესანიშნავი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ისეთი, რომლებიც კლუბს წარმატებაში დაეხმარება", - განაცხადა პოჩეტინომ.
მომზადებულია marca-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 6 /
Messi da ronaldu ararian ukve im asakshi da kondinciebshi tamashi rom marto moigon. Rac male mixvdedeba amas iuvesntusi da barselona mit ufro kargi mattvis
Milani
18:24 10-03-2021
1
პირველრიგში მსაჯი უნდა გააკონტროლონ, 6:1 მსაჯის დიდი დამსახურებაა იმედია გახსოვთ დაშვებული შეცდომები არგასულა დიდი დრო ჯერ
3

სიახლეები პოპულარული