მეკარე იმ მომენტში წესების სრული დაცვით მოქმედებდა, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა მარკო ვერატიმ მესის დარტყმამდე არ დაიცვა 9.15-მეტრიანი დისტანცია, რაც კარგად მოჩანს სურათზე იმითაც, რომ საჯარიმო მოედნის წინ არსებულ ნახევარწრეში იმყოფება.
აღნიშნული ეპიზოდი ყოფილმა მსაჯმა ედუარდო იტურალდე გონსალესმა განმარტა. "კეილორ ნავასის მიერ მოგერიებული ბურთი შემდეგ ხარიხას მოხვ
და და მოედანზე დაბრუნდა. მასთან პირველი სწორედ ვერატი გაჩნდა და მოედნის ფარგლებს გარეთ მოიგერია. წესით და კანონით, მსაჯ ენტონი ტეილორს 11-მეტრიანი მესისთვის ხელახლა უნდა დაერტყმევინებინა. ეს VAR-ის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შეცდომაა", - განუცხადა გონსალესმა AS-ს.