ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "სიტი" და "რეალი" შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
16 მარტს ჩემპიონთა ლიგის ორი განმეორებითი მერვედფინალი გაიმართა და მორიგი მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ.

"მანჩესტერ სიტიმ" გლადბახური ბარიერი იოლად გადალახა

"სიტის" პირველი მატჩი 2:0 ჰქონდა მოგებული, საპასუხო შეხვედრაში სრულ უპირატესობას ფლობდა და პირველივე ტაიმში მოუთავა მიონხენგლადბახელებს საქმე. გვარდიოლას გუნდმა ზედიზედ მე-12 სეზონში გაიტანა 100+ გოლი. "ქალაქელები" მიჯრით მეოთხედ გავიდა 1/4-ფინალში.

გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში 82 მატჩი მოიგო, ამ მაჩვენებლით მოურინიოს გადაასწრო და მხოლოდ ფერგიუსონს (102), ანჩელოტის (89) და ვენგერს (86) ჩამორჩება.

"რეალმა" "ატალანტას" ისევ სძლია

ანგარიში34-ე წუთზე
მეკარე სპორტიელოს მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ ბენზემამ გახსნა. ეს ტურნირზე მისი 70-ე გოლია, ზედიზედ მე-17 სეზონში გაიტანა და მესისა და რონალდოს რეკორდი გაიმეორა. მე-60 წუთზე პენალტით მეორე გოლი ბერგამოელებს სერხიო რამოსმა გაუტანა. 83-ე წუთზე მურიელმა საჯარიმოთი ანგარიში შეამცირა. თუმცა შეცვლაზე შესულმა ასენსიომ მადრიდელთა ორბურთიანი უპირატესობა მალევე აღადგინა, "სამეფო გუნდმა" ორი მატჩის ჯამში 4:1 იმარჯვა და ბოლო სამ წელიწადში პირველად გააღწია მეოთხედფინალში.

ბუდაპეშტი."პუშკაშ არენა"
მანჩესტერ სიტი - გლადბახი 2:0
გოლები: 1:0 დე ბრუინი (12), 2:0 გიუნდოგანი (18)

მადრიდი. "დი სტეფანო"
რეალი - ატალანტა  3:1
გოლები: 1:0 ბენზემა (34), 2:0 სერხიო რამოსი (60, პენ), 2:1 მურიელი (83), 3:1 ასენსიო (84)

მკითხველის კომენტარები / 7 /
რუსმა მსაჯმა გაასწორა,ცალ მუხლზე დადგომის აქციას რომ არ შეუერთდა.წლისთავის გამო სოლიდარობა გამოუცხადეს მოძრაობა-შავების ცხოვრება ღირშესანიშნავია.(Ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით)პრემიერ ლიგაში საჰაც არ შეუერთდა მოედანზე წინა ტურში.
კახა ქ.
01:27 18-03-2021
0
მთავარია მეოთხედფინალში ყოვლისშემძლე ბარსელონას არ დავეჯახოთ LOL
მეგრელი
16:55 17-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული