[PREVIEW] - ჩოლო ინგლისში რევანშისთვის მიფრინავს, იტალიური სასწაული? დღეს ბოლო მეოთხედფინალისტები გაირკვევიან

AutoSharing Option
ხვალ, 18 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვევა. 

ცენტრალური შეხვედრა ლონდონში, “სტენდ ფოტ ბრიჯის” მოედანზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს “ჩელსი” და მადრიდის “ატლეტიკო” დაუპირისპირდებიან.

პირველ შეხვედრაში ინგლისელებმა ოლივიე ჟირუს ფანტასტიკური გოლის წყალობით 1:0 მოიგეს და მეოთხედფინალური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.  

აღსანიშნია, რომ დღევანდელ შეხვედრაში მადრიდელები ოპტიმალური შემადგენლობით წარდგებიან. თავის მხრივ, “ჩელსის” მეისონ მაუნტი და ჟორჟინიო არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშაა ტემი აბრაჰამისა და ტიაგო სილვას თამაშიც.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, მიუნხენის “ბაიერნმა” რომში “ლაციო”
4:1 დაამარცხა და ფაქტობრივად, მეოთხედფინალში გავიდა. ალბათ, წარმოუდგენელია, ამ ფორმაციის “ბაიერნს” იტალიურმა კლუბმა სასწაული მოუწყოს და 4-ბურთიანი უპირატესობით დაამარცხოს.

“რეკორდმაისტერს” დღევანდელ შეხვედრაში დუგლას კოშტა და ტოლისო არ ეყოლება.

“ლაციოს” მანუელ ლაზარი გამოაკლდება.

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "სიტი" და "რეალი" შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდნენ [VIDEO]


altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ბაიერნმა" "ლაციოს" საქმე შესვენებამდე მოუთავა - ჟირუმ "ჩელსის" "ატლეტიკოსთან" გამარჯვება სუპერგოლით მოუპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული