8 გუნდი და 4 ფავორიტი - რომელი 3 გუნდის არიდება აწყობს "რეალს"?

AutoSharing Option
გუშინ, 17 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის რვავე გუნდი გაირკვა. ესპანეთიდან ტურნირში მონაწილეობას მხოლოდ მადრიდის "რეალი" აგრძელებს. "სამეფო კლუბთან" ერთად "პორტუ" (პორტუგალია), "დორტმუნდი" (გერმანია), "პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი), "ლივერპული" (ინგლისი), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "ბაიერნი" (გერმანია) და "ჩელსი" (ინგლისი) ითამაშებენ.

2015/16 წლების შემდეგ პირველად დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, რომ იტალიის სერია A-დან მეოთხედფინალში არცერთი გუნდი არაა.
2020/21 წლებში ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად 4 გუნდია. ესენი გახლავთ: "მანჩესტერ სიტი", "ბაიერნი", პსჟ და მადრიდის "რეალი".
"ქალაქელებმა" "გლადბახს" ორი მატჩის ჯამში 4:0 მოუგო და ფანტასტიკური თამაშით
ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად წარდგა.
"ბაიერნმა" "ლაციო" 6:2 გაანადგურა და ტიტულის დასაცავად მორიგი ნაბიჯი გადადგა.
"პარი სენ ჟერმენმა" "ბარსელონას" ესპანეთში 4:1 მოუგო და დუელის ბედიც სწორედ აქ გადაწყვიტა. რაც შეეხება მეორე მატჩს, იქ ფრანგებმა 1:1 ითამაშეს და შემდეგ ეტაპზეც აუღელვებლად გავიდნენ.
მადრიდის "რეალმა" ბერგამოს "ატალანტას" სუპერშეტევის შეჩერება მარტივად მოახერხა და 4:1 დაამარცხა. "ლოს ბლანკოსს" ზემოხსენებული 3 გუნდის თავიდან არიდება ნამდვილად წაადგებოდა, ამ დროში კი ტრავმირებულ ფეხბურთელებს დაიბრუნებდნენ.
ორი გუნდი, რომლებიც მადრიდელებისთვის ნაკლებად სასურველები იქნებიან, დარჩენილი ინგლისური გუნდები გახლავთ:

"ლივერპული" საშინელ ფორმაშია, "ჩელსი" არაპროგნოზირებადი გუნდი გახდა, რაც მათ თამაშს საეჭვოს ხდის.
ფლორენტინო პერესისა და მისი გუნდისთვის საუკეთესო ვარიანტი "პორტუ" და "დორტმუნდი" იქნება, რადგან რეალურად ეს გუნდები ზემოხსენებული ჩამონათვალიდან ყველაზე სუსტები გახლავთ.
პორტუგალიელებმა ტურინის "იუვენტუსი" გამოაგდეს, თუმცა ძნელია იმის ვარაუდი, რომ ისინი ამ დონის თამაშს კიდევ შეძლებენ. რაც შეეხებათ დასავლეთგერმანელებს, მათი მთავარი ვარსკვლავი ერლინ ჰოლანი საოცარ ფორმაშია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ბორუსიელები მაინც კარგი ვარიანტი იქნება.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა პარასკევს, 19 მარტს გაიმართება, ხოლო უშუალოდ მეოთხედფინალური შეხვედრები 6-7 და 13-14 აპრილს გაიმართება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ჩელსიმ" "ატლეტიკოს" კვლავ სძლია, "ბაიერნმა" კი - "ლაციოს" [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "სიტი" და "რეალი" შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდნენ [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: მესის ზღაპრული გოლი და გაცუდებული პენალტი - სენსაციები არ შედგა [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: კაცნაკლული "პორტუს" გმირობა ტურინში - ჰოლანის დუბლით "დორტმუნდიც" გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
2004 წელი თუ გახსოვთ, (პორტო-მონაკო)3-0 ასე რომ შანსი ყველას აქვს! #HALAMADRID წერს ლოკოს ფანი :)
აწი ლოკოს ფანი
14:52 20-03-2021
0
გვარდიოლას კლუბებს ვგულშემატკივრობ ყოველთვის, არ ვარ ჩელსის ფანი, მაგრამ ტუხელი მას ფინალში გაიყვანს.
muro
05:04 20-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული