ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 19 მარტს, ნიონში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა. მეოთხედფინალურ ეტაპზე 8 გუნდი წარდგა. ესენი გახლავთ: "რეალი" (ესპანეთი), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "ლივერპული" (ინგლისი), "ჩელსი" (ინგლისი), "ბაიერნი" (გერმანია), "დორტმუნდი" (გერმანია), "პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი), "პორტუ" (პორტუგალია).

კენჭისყრის მიხედვით ერთმანეთს შეხვდებიან:

1. "მანჩესტერ სიტი" -"დორტმუნდი"

2. "პორტუ" - "ჩელსი"

3. "ბაიერნი" - "პარი სენ ჟერმენი"

4. "რეალი" - "ლივერპული"

მეოთხედფინალში გამარჯვებული გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: 1-3 და 2-4.

შეგახსენებთ, მეოთხედფინალური შეხვედრები 6-7 და 13-14 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ლივერპულს თუ გავცდით ფინალში ვართ, ხოლო რეალი ფინალებს არ აგებს როგორც მოგეხსენებათ
მეგრელი
16:16 19-03-2021
19
არბიტრის რეალს როგორც ყოველთვის "უმართლებს", 3 მთავარი ფავორიტი - სიტი, პსჟ და ბაიერნი ფინალამდე არ შეხვდება, ყოჩაღ პერეს!
გიორგი
17:09 19-03-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული