"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "რეალს" შეხვდება, მათ შორის გამარჯვებული კი ნახევარფინალში "პორტუს" ან "ჩელსის" დაუპირისპირდება. კენჭისყრა "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შეაფასა:
"საინტერესოა. რთული ბრძოლა იქნება, მაგრამ ჩემთვის ეს პრობლემა არაა. თუ სხვა გუნდებს შეხედავ, თავში აზრი გაგიელვებს: "ღმერთო ჩემო!" ყველა ძლიერია. მატჩებს მოუთმენლად ველი.
"რეალს" სულ რაღაც ორი წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვეთამაშეთ. ეს ჩვენთვის მძიმე ღამე იყო. ასე რომ, მათთან ისევ თამაში შესანიშნავი შანსია.
მე ვიცი, რომ ახლა სხვა ეტაპია და ა.შ. პლუს არ ვიცით, სად ვითამაშებთ, მაგრამ
ყველაფერი წესრიგშია. თუ ბუდეპეშტში გაიმართება, არა უშავს. ჩვენ გვაწყობს. ვიმედოვნოთ, რომ "ენფილდზეც" შესანიშნავი მატჩი იქნება, - ციტირებს კლოპს კლუბის საიტი.
მე ვიცი, რომ ახლა სხვა ეტაპია და ა.შ. პლუს არ ვიცით, სად ვითამაშებთ, მაგრამ