გუშინ, 19 მარტს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ მადრიდის "რეალის" მეტოქე "ლივერპული: იქნებოდა, აქედან გამომდინარე, სერხიო რამოსი და მოჰამედ სალაჰი 2017/2018 წლის ჩემპიოთა ლიგის ფინალის შემდეგ მოედანზე ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებიან. "ლოს ბლანკოსის" ბრაზილიელმა ლეგენდა, რობერტო კარლოსმა ამ ფაქტთან დაკავშირებით იხუმრა, კარლოსის თქმით, ეგვიპტელი ესპანელ მცველს მეტრითაც არ მიუახლოვდება.
შეგახსენებთ, კიევში გამართული ფინალის პირველ ტაიმში მუჰამედ სალაჰი და სერხიო რამოსი წაიქცნენ, რის შემდეგაც ეგვიპტელმა მხრის მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. ამის შემდეგ მერსისაიდული გუნდის გულშემატკივრებმა რამოსის მიმართ სოციალურ
ქსელში მასიური შეტევა დაიწყეს.
შეგახსენებთ, კიევში გამართული ფინალის პირველ ტაიმში მუჰამედ სალაჰი და სერხიო რამოსი წაიქცნენ, რის შემდეგაც ეგვიპტელმა მხრის მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. ამის შემდეგ მერსისაიდული გუნდის გულშემატკივრებმა რამოსის მიმართ სოციალურ
"სალაჰი რამოსს ახლოს არ მიუახლოვდება. ამ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ.
რამდენიმე დღეში ძლიერ გუნდთან მოგვიწევს თამაში. პირველი შეხვედრა სახლში (მადრიდში) იქნება,"რეალი" უკეთეს ფორმაშია, ამიტომ გადამყვეტი შედეგი საკუთარ მოედანზე თამაშის დროს უნდა დაფიქსირდეს.
მნიშვნელოვანია, რომ ზიდანს ტრავმირებული ფეხბურთელები მალევე დაუბრუნდნენ, რათა ინგლისელების წინააღმდეგ ოპტიმალური შემადგენლობით წარვსდგეთ" - განაცხადა კარლოსმა.
მომზადებულია marca-ს მიხედვით