ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში "დორტმუნდის" დამარცხების (2:1) შემდეგ კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.
"ჩვენ დორტმუნდში მოსაგებად გავემგზავრებით. პირველ ტაიმში მთლად ჭკვიანურად ვერ ვფლობდით ბურთს. მეორე ტაიმში სიტუაცია გამოსწორდა, როდესაც 1:0-ს ვიგებდით, 2-3 ნაღდი მომენტი გვქონდა.
"დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგის ტიპური გუნდია, მრავალი წელია ამ ტურნირზე მონაწილეობს და იცის, რა უნდა გააკეთოს. გოლის გასატანად და მოსაგებად მივემგზავრებით", - ციტირებს გვარდიოლას უეფას საიტი.