[PREVIEW] რევანში "ალიანს არენაზე"? "ჩელსის" შანსი!

AutoSharing Option
დღეს, 7 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.

ტურის ცენტრალური შეხვედრა მიუნხენში, ადგილობრივ "ბაიერნსა" და "პარი სენ ჟერმენს" შორის გაიმართება.

ეს გუნდები ბოლოს გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და "რეკორდმაისტერმა" კომანის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო.

დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი დიდი დანაკლისით ხვდება.

გერმანელებს რობერტ ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა, კორენტინ ტოლისო და სერჟ გნაბრი გამოაკლდებათ. პარიზელებს ხუან ბერნატი, ლეანდრო პარედესი, მარკო ვერატი და ალესანდრო ფლორენცის გარეშე მოუწევთ თამაში.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, "პორტუ" ლონდონის "ჩელსის" მასპინძლობს.

ლონდონელებს ნგოლო
კანტე არ ეყოლებათ, პორტუგალიელებს კი - მარკანო და ტარემი.

ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეჭვი არ შეგეპაროთ რო ბაიერნს შანსი არ ექნება. პსჟ-ეში უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. ბოლო ბოლო ბაიერნის მთელი ბიუჯეტი არის ნეიმარი და მბაპე. მბაპეე წიიინ.
8
ჩემი აზრით, ბაიერნს გაუჭირდება დანაკლისის გამო, ჩელსის წესით - არა
: )))))))
15:30 07-04-2021
3

სიახლეები პოპულარული