მისი მნიშვნელობა "ენფილდზე" ოთხშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება, რადგან ტიბო "ენფილდზე" 2 გოლს არასდროს უშვებს. 3 შეხვედრა ფრედ და ერთი მარცხი, ისიც 1:2.
2015 წლის ოქტომბერში კურტუამ "ჩელსისა" და "ლივერპულის" შეხვედრა, რომელიც ლონდონში, "სტენფორდ ბრიჯის" მოედანზე გაიმართა, გამოტოვა. იმ შეხვედრაში კი მერსისაიდელებმა ფილიპე
რაც შეეხება გამოთიშვის სისტემას, ტიბო "ლივერპულს", ორმატჩიანი დუელი მისი წარმატებით დასრულდა. 2014/15 წლებში კარაბაოს თასის ნახევარფინალური შეხვედრა "ენფილდზე" 1:1 დასრულდა, ლონდონში კი მატჩი 0:0 მორჩა.
ამ ყველაფრის შემდეგ 6 წელზე მეტი გავიდა და მერსისაიდელებმა უკვე კარგად იციან, თუ კურტუა თავის სასიამოვნო ტრადიციას გააგრძელებს, ინგლისელებს ორმატჩიანი დუელის მოგების შანსი არ აქვთ. შეგახსენებთ, მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში ესპანეთში 3:1 იმარჯვა და "ენფილდზე" კომფორტული უპირატესობით გაემგზავრება.
განმეორებითი შეხვედრა 14 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
ჩემპიონთა ლიგა. 1/4 -ფინალი: ეყოფათ „რეალსა“ და „სიტის“ მოპოვებული ფორა? [VIDEO]