[PREVIEW] გერმანული ქამბექი თუ პარიზული პასუხი?! დღეს ჩემპიონთა ლიგაა

AutoSharing Option
დღეს, 13 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება.

ტურის უდავოდ ცენტრალური შეხვედრა პარიზში პსჟ-სა და "ბაიერნს" შორის გაიმართება. პირველი შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა, თუმცა "რეკორდმაისტერი" "პარკ დე ფრანსზე" მხოლოდ გამარჯვებისთვის გამოვა. 

Sportall.Ge

დღევანდელ შეხვედრაში "პარი სენ ჟერმენს" მარკინიოსი და ბერნატი გამოაკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშაა მაურო იკარდის თამაშიც. 

თავის მხრივ, "ბაიერნს" ნიკლას ზულე, ლეონ გორეტსკა, დუგლას კოშტა, რობერტ ლევანდოვსკი, სერჟ გნაბრი, ტოლისო, ტილმანი და ჰოფმანი არ ეყოლება. 

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ლონდონის "ჩელსი" "პორტუს" "სანჩეს პისხუანზე" ("სევილიის" მოედანზე) მეორედ
დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრაც ამავე სტადიონზე გაიმართა. 

Sportall.Ge

ლონდონელების 2:0 გამარჯვების შემდეგ "არისტოკრატები" წყვილში უდავო ფავორიტად ითვლება. 

ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. სუპერმატჩი მიუნხენში და „ჩელსი“ ცალი ფეხით ნახევარფინალში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბაიერნი თუ მაგარი გუნდი იყო 4-5 წლის უკან რასაკეთებდა და სად იყო? როცა რეალი და ლივერპული არავის ინდობდნენ? ან 36 წლის ლევანდოვსკი რასაკეთებდა 10-15 წლის უკან? გამოხტდნენ ფანები ეხლა.
იკა
13:56 13-04-2021
10
ჯერ რეალზე ატყდნენ 10 წელი ლიგა სულ რეალისა იქნებაო. მერე ლივერპული მოდისო. მანამდე ბარსელონაზე და მანჩესტერზე. ეხლა ბაიერნზე. როდის მორჩება ეს სისულელეები რა.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული