ნეიმარი: გამოუყენებელ მომენტებს თითქმის არ განვიცდი

AutoSharing Option
პსჟ-მა ორი მატჩის ჯამში "ბაიერნს" სძლია და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარიზელთა თავდამსხმელი ნეიმარი სიხარულს ვერ მალავდა.

"მიუხედავად წაგებისა, ბედნიერი ვარ. შესანიშნავ გუნდს ვეთამაშეთ. ჩვენც კარგი გუნდი ვართ და ეს დღეს დავამტკიცეთ. ტურნირის გამარჯვებული გამოვაგდეთ.

მიზანს მივაღწიეთ, ნახევარფინალში გავედით და მეტი მუშაობა გვმართებს, რათა კიდევ უფრო უკეთესები გავხდეთ.

ჩემი გამოუყენებელი მომენტები... თითქმის არ განვიცდი. ნახევარფინალში გასვლით ბედნიერი ვარ. პსჟ შესანიშნავი გუნდია. ამიერიდან ყოველთვის უნდა ვეცადოთ ნახევარფინალში გასვლას", - განუცხადა ბრაზილიელმა RMC Sport-ს.



მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ არ ეცდებით,რა შეგიშლით ხელს,ან ვინ,ერთი გუნდის გარდა,სულ ახლოს არის!!!!
shari
02:27 14-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული