[PREVIEW] "ლივერპულის" მორიგი სასწაული? გავლენ "ქალაქელები"?

AutoSharing Option
დღეს, 14 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის 2 განმეორებითი შეხვედრა გაიმართება.

ცენტრალური დაპირისპირება ინგლისში, "ენფილდის" მოედანზე გაიმართება, სადაც ადგილობრივი "ლივერპული" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს. 

პირველი შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით, 3:1 დასრულდა, რითაც "სამეფო კლუბმა" კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, თუმცა "ენფილდის" მკვიდრებს შეხვედრის შემოტრიალება როგორ გამოსდით, ეს ყველამ კარგად იცის. 

"ლივერპულს" დღევანდელ შეხვედრაში ჟოელ მატიპი, ვირჯილ ვან დაიკი, ჯორდან ჰენდერსონი და ჯო გომესი გამოაკლდება. კითხვის ნიშნის ქვეშაა დივოკ ორიჯისა და კურტის ჯონსის თამაშიც.

თავის მხრივ, მადრიდელებიც დიდი დანაკლისით ითამაშებენ. "ლოს ბლანკოსს" დანი კარვახალი, ლუკას
ვასკესი, სერხიო რამოსი, ედენ აზარი და რაფაელ ვარანი არ ეყოლება.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, "დორტმუნდი" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა "ეტიჰადზე" ინგლისელების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა, რის გამოც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ წყვილში ჯერ კიდევ არაფერია გარკვეული.

ამ ყველაფერს ემატება "ყვითლების" ლიდერის, ერლინ ჰოლანის უგოლო სერია, რამაც შესაძლოა პეპ გვარდიოლასა და "ქალაქელების" წინააღმდეგ აფეთქება გამოიწვიოს.

დღევანდელ შეხვედრაში გერმანელებს აქსელ ვიტსელი,ზაგადუ, მუკოკო და ჯედონ სანჩო გამოაკლდებათ. საეჭვოა მარკო როისისა და მატს ჰუმელსის თამაშიც.

ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პსჟ-მა "ბარსელონას" "ბაიერნიც" ზედ მიაყოლა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ლივერპულს წარმატება.
ლივერის ფანი მამუკა
20:20 14-04-2021
1
მორიგი სასწაული? თუ ბარსასთან მოგებას სასწაულს ეძახით? რელათან სასწაულები არ ხდება, მით უმეტეს ლიგაზე. დაიმახსოვრეთ რომ ეს არის მადრიდის რეალის ტურნირი, მეორე დონის გუნდები ზოგჯერ გაარტყავენ ხოლმე, მაგრამ ათასში ერთხელ.
მეგრელი
15:25 14-04-2021
7

სიახლეები პოპულარული