იურგენ კლოპის ღირსეული საქციელი

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური დაპირისპირების პირველი მატჩის შემდეგ მადრიდის "რეალის" სარეზერვო არენას სავარჯიშო მოედანი უწოდა, ახლა კი ამ გამონათქვამის გამო ბოდიში მოიხადა.

"ადამიანებმა ჭიქაში ქარიშხალი შექმნეს. ნამდვილად არ მინდოდა უპატივცემულოდ მოვქცეულიყავი. თუ ისინი თვლიან, რომ "ესტადიო დე სტეფანო" ის არენაა, სადაც თამაში სურთ, ეს ჩემთვის მისაღებია.

მთელი სეზონის განმავლობაში იქ თამაშობენ. ვიცი, რომ "სანტიაგო ბერნაბეუს" აახლებენ, თუმცა ზუსტად რას აკეთებენ, ეს ნამდვილად არ ვიცი.

ყველაფერი ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ ჩემი გამონათქვამის ირგვლივ მთელი ამბის შექმნა, გულწრფელად რომ
გითხრათ, სასაცილოდ მეჩვენება.

თუ ვინმეს მიაჩნია, რომ უპატივცემულოდ მოვიქეცი, ბოდიშს ვიხდი. ეს ჩემი განზრახვა ნამდვილად არ ყოფილა", - განაცხადა კლოპმა.

იშვიათად შევხვდებით კლოპის კალიბრის პერსონას ფეხბურთში, რომელიც უკმეხი გამონათქვამის გამო სინანულს გამოხატავს და ბოდიშს მოიხდის. თუმცა გერმანელის მხრიდან ღირსეული საქციელი გასაკვირი ნამდვილად არ არის.

დღეს, 14 აპრილს, ამ მადრიდულ-ლივერპულური დუელის მეორე შეხვედრას "ენფილდი" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ტუხელის ჩელსი თამაშს არაგებს, მარტო უმოტივაციოდ პორტოსთან წააგო და აუტსაიდერ ვესტ ბრომვიჩთან. წითელი ბარათის მერე. იქამდე მარტო 2 გოლი ქონდა გაშვებული და უამრავი გატანილი. ჩემი არით რეალსაც გააგდებს და ლიგის ფავორიტია ჩელსი. ესეთ შანსებს არასოდეს უშვებს ხელიდან. პსჟ და სიტი ისედაღლიან ერთმანეთს. რეალ რაშუაშია აქრაუნდა ვერგავიგე. შახტარის მერე. ატალანტას შეცდომები რომ არ დაეშვა ის იქნებოდა. ლივერპული დაშლილი გუნდია. ატალანტა მოუყუმარბდა ადვილად.კაი იქნებოდა ან სიტი ან პსჟ იქით ყოფილიყვნენ და აქეთ ან რეალი ან ჩელსი.
ირაკლი
10:28 15-04-2021
10
ავარჯიშე ბიჭები თუ არა ეგეც მოგენატრებათ გაისად!!!
zizu
08:18 15-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული