„ლივერპულმა“ „რეალს“ ვერაფერი მოუხერხა
უხეირო ფორმაში მყოფმა „ლივერპულმა“ მადრიდში წაგების (1:3) შემდეგ თავიდანვე შეუტია, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კურტუა, მერე კი ბენზემას დარტყმული ბურთი „წითლების“ კარის ძელს მოხვდა (ქარიმმა ამ სეზონში 12-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს). ტაიმის დასასრულს მასპინძლები გააქტიურდნენ, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. მე-60 წუთზე „წითლების“ მწვრთნელი კლოპი ვა-ბანკზე წავიდა - კაბაკისა და მილნერის ნაცვლად მოედანზე ჟოტა და ალკანტარა შეუშვა. თუმცა „სამეფო გუნდი“ თავს მშვიდად
იცავდა და დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე. რონალდოს წასვლის მერე "ბლანკოსი" პირველად ითამაშებს 1/2-ფინალში.
გასვლაზე დამარცხებული „დორტმუნდი“ (1:2) სახლში უკვე მე-15 წუთზე ბელინგემმა დააწინაურა. ის „ბორუსიას“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიტანა - 17 წლის და 289 დღისაა. აქედან მოყოლებული, „სიტი“ ინიციატივას დაეუფლა და დე ბრუინმა ბურთი ხარიხას გაარტყა, ზინჩენკოს დარტყმული მეკარე ჰიტცმა მოიგერია და პირველი ტაიმი გერმანულმა გუნდმა მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მარეზმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. 75-ე წუთზე ფოდენმაც დაამწუხრა „დორტმუნდი“ და ყველაფერი დასრულდა. გვარდიოლას ხელმძღვანელობით, "სიტიმ" პირველად გააღწია ამ ტურნირის ნახევარფინალში.
ლივერპული - რეალი 0:0
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
დორტმუნდი - მანჩესტერ სიტი 1:2
გოლები: 1:0 ბელინგემი (15), 1:1 მარეზი (55, პენ), 1:2 ფოდენი (75)