"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გაიშაყირა და გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, "დორტმუნდის" 17 წლის ნახევარმცველი ჯუდ ბელიგემი ასაკს მალავს.
"რა, 17 წლისაა? ამას ვერ დავიჯერებ. იქნებ იტყუება? 17 წლის ბიჭის კვალობაზე ზედმეტად კარგია, გასაოცარი ფეხბურთელია.
ერთ-ერთ მომენტში ცენტრალური მცველებისაგან ბურთი ვერ მიიღო და ყვირილი დაიწყო, ბურთს ითხოვდა. 17 წლის ასაკში ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
მის მწვრთნელ ედინ ტერზიჩს ვესაუბრე. მითხრა, რომ ჯუდი ვარჯიშებზეც ასე თამაშობს", - თქვა პეპმა.
გუშინ, 14 აპრილს, თინეიჯერმა ინგლისელმა "მანჩესტერ სიტის" კარში გოლი გაიტანა და
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფების ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა.
მომზადებულია Goal-ის მიხედვით