მაგნატი, 2 შეიხი და ძალაუფლება - რომელი იქნება ლიგის გამარჯვებული?

AutoSharing Option
2020/2021 წლის ჩემპიონთა ლიგის სეზონი დასსარულს უახლოვოვდება, მიმდინარე სეზონში, განსხვავებით წინასგან, შედარებით მდიდარი კლუბები დომინირებენ. ნახევარფინალურ სტადიაზე "ჩელსის", "მანჩესტერ სიტის", "პარი სენ ჟერმენსა" და მადრიდის "რეალს" შეხვდებით. 

ტიტულოვანი "ბარსელონა" და მიუხენის "ბაიერნი" ფრანგულმა გიგანტმა მიყოლებით დაამარცხა, ოთხეულშ კი ფავორიტადაც ისინი მიიჩნევია.

გასულ წლებში ლიგის თასი "რეალმა" და "ჩელსიმ" მოიგეს, რაც შეეხება დარჩენილ ორს, პეპ გვარდიოლასა და მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები მზად არიან ამ პრესტიჟული ტიტულსი მოსაგებად.

გასულ წელს პსჟ-მ ფინალამდე მიაღწია, თუმცა იქ "რეკორდმაისტერი" დახვდა, რომელმაც 1:0 დაამარცხა, თავის მხრივ, "სიტი"
ნახევარფინალურ სტადიაზე ერთხელ უკვე იყო, მაშინ მადრიდელების ბარიერი ვეღარ დაძლიეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს გუნდები სხვებთან შედარებით გაილებით მეტი შესაძლებლობით გამოირჩევიან. მოდით განვიხილოთ სათითაოდ.

გაზი და ნავთობი ლონდონში

"ჩელსი" ამ ოთხეულიდან პირველია, რომელმაც ძალიან დიდი ინვესტიცია მიიღო. გუნდის პრეზიდენტი, რომან აბრამოვიჩი სათავეში 2003 წელს მოვიდა, "არისტოკრატების" გუნდი კი 200 მილიონ ევროდ შეიძინა.

რუსმა ბიზნესმენის მფლობელობაში ლონდონელებმა უამრავი ტიტული მოიგეს, ვარსკვლავური ფეხბურთელები და მწვრთნელები გამოიცვალეს, რითაც დედებულ გუნდად იქცნენ. ალბათ ყველას ახსოვს, 2012 წლის ჩემპიონთა ლიგა, სადაც დიდიე დროგბამ, პიტერ ჩეხმა და "ჩელსიმ" დი მატეოს ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგა "ალიანს არენაზე" ადგილობრივი "ბაიერნის" წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგეს.

ხმაური მანჩესტერში

2008 წლამდე "სიტი" ინგლისური ფეხბურთის ელიტაში არ იმყოფებოდა, შემდეგ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნასირმა კლუბი შეიძინა, ჩადო შეიხის შესაფერისი ინვესტიცია, შეცვალა ყველაფერი და დღეს სადამდეც მივიდნენ კი ნათლად ჩანს. 1968 წელს მოგებული პრემიერ ლიგის შემდეგ, ნანატრი ტიტული "ქალაქელებმა" 2012 წელს დაიბრუნეს. 

თუმცა მათ აკლიათ ჩემპიონთა ლიგის თასი, რომლის მოგებასაც გუნდის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა გადაუდებელ პირობად განიხილავს, რადგან ლიგის მოგების გარეშე მისი კონკრეტულ კლუბში მუშაობა წარუმატებლად ჩაითვლება. 

კატარიდან პარიზში

2011 წელს "საინვესტიციო ფონტი კატარიდან პარიზში გაემართა", ნასერ ალ ხალიფმა "პარი სენ ჟერმენის" ყიდვის შემდეგ, გუნდი საერთოდ სხვა დონეზე აიყვანა, შეიხმა გუნდში დიდი თანხა ჩადო, მოიყვანა სუერვარსკვლავები, როგორებიც არიან მბაპე, ნეიმარი და ა.შ. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის თასს ვერადავერ დაეფლენ, წელს კი ამის იდეალური შანსი აქვთ.

ფლორენტინო პერესის გავლენა

მადრიდის "რეალი" ზემოთ ჩამოთვლილი კლუბებისგან რადიკალურად განსხვავვდებიან, მათ მართავს ადამიანი, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს, წარმოიდგინეთ "სამეფო კლუბს" პანდემიისგან გამოწვეული კრიზისიც შეეხო, თუმცა დამტკიცდა, რომ ფულის გარეშეც სწორი სატრანსფერო პოლიტიკითა და იდეალური მწვრთნელით ყველაფრის მოგებაა შესაძლებელი. 

მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა კრიშტიანო რონალდო გაუშვა, მაინც დაბრუნდა იმავე საფეხურზე, რაც დამეთანხსმებით რამდენად რთულია. 

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების პირველი შეხვედრები 27-28 აპრილს გაიმართება, განმეორებითი მატჩები კი 4-5 მაისს.

შეგახსენებთ, ერთმანეთს "რეალი" - "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" და "პარი სენ ჟერმენი" დაუპირისპირდებიან.

მომზადებულია marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული