გველები, მატყუარები - "რეალს", "სიტის" და "ჩელსის" შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში აუკრძალონ

AutoSharing Option
ევროპული ფეხბურთი ამერიკულ სოკერად გადაიქცევა?

ევროპის 12-მა კლუბმა ევროპის სუპერლიგის შექმნა გამოაცხადა. ესენი არიან: "არსენალი", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი", "ტოტენჰემი", "ლივერპული", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "იუვენტუსი", "ინტერი" და"მილანი".

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა "რეალის" და "იუვენტუსის" პრეზიდენტები ფლორენტინო პერესი და ანდრეა ანიელი გააკრიტიკა, ამ უკანასკნელს მატყუარა უწოდა და თქვა, რომ სახლში გველები ჰყოლიათ.

უეფას განცხადებით, ის ფეხბურთელები, რომლებიც სუპერლიგაში ითამაშებენ, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

დანიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა იესპერ მიულერმა თქვა, რომ პარასკევს
ჩემპიონთა ლიგიდან "ჩელსის", "რეალისა" და "მანჩესტერ სიტის" მოკვეთის გადაწვეტილებას მიიღებენ და ისინი ნახევარფინალში ვერ იასპარეზებენ.

სუპერლიგაში "ლივერპულის" გაერთიანებას მისმა გულშემატკივრებმა მხარი არ დაუჭირეს და "ენფილდზე" საპროტესტო ბანერები გამოფინეს.

ტურნირს ამერიკული ბანკი JP Morgan Chase დააფინანსებს და უკვე ამბობენ, რომ ევროპული ფეხბურთი ამერიკულ სოკერად გადაიქცევა.

"ბაიერნის" მმართველი საბჭოს დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ სუპერლიგის წინააღმდეგ გაილაშქრა და უეფას მიერ ჩემპიონთა ლიგის რეფორმირებას მიესალმა.

"პორტუს" პრეზიდენტმა ჟორჟე პინტუ და კოშტამ განაცხადა, რომ ევროკავშირი NBA-ს მსგავს დახურულ ტურნირს არ დაუშვებს.

მოკლედ, ისეთი ამბები ხდება, ძაღლი პატრონს ვეღარ სცნობს და ევროპული ფეხბურთი შეიძლება ორ ნაწილად გაიხლიჩოს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩემი აზრით ეგ სუპერლიგა ამ გრანდებისვე იქნება ცუდი,ალბათ თავისთავსვე დაასამარებენ,პირველ ეტაპზე იქნება მათთვის მომგებიანი,მაგრამ წლების მერე მომაბეზრებელ ტურნირად გადაიქცევა.ყოველ წელს ერთიდაიგივე გუნდების,ერთიდაიგივე ფეხბურთელების თამაში,ხან ერთ გუნდში და ხან მეორე გუნდში უბრალოდ მართლა მომაბეზრებელი იქნება.ვინც ამ გუნდებში ითამაშებს ნაკრებში ვეღარ ვიხილავთ ალბათ და სხვა რა გზა ექნებათ უნდა გადავიდნენ მარტო სუპერლიგის გუნდებში.უეფას და ფიფას ბევრი ბერკეტები გააჩნიათ და გარკვეულ სანქციებსაც გაატარებენ,თუ რამეს დაუთმობენ სავარაუდოთ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიც ასე პრივილეგირებული ნაკრებებით ჩატარდება.
levan
12:22 20-04-2021
0
პსჟ_ზე ამბობენ ფულით შექმნილი გუნდიაო და 350 მილიონად ფეხბურთი გაყიდეს ე.წ. დიდმა კლუბებმა. პსჟ ს ფეხბურთი არ გაუყიდია. ფეხბურთი შეცვალა და შეცვლის მომავალშიც.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული