სუპერლიგის დამტკიცებამ დიდი ხმაური გამოიწვია. გუნდები, ფეხბურთელები, მწვრთნელები, გულშემატკივრები და ა.შ. აპროტესტებენ ახალ ფორმატს. მათი თქმით, ეს ყველაფერი უსამართლოა. რა თქმა უნდა, სანქციები არც უეფამ დააყოვნა და ფეხბურთელები, რომლებიც ახალ ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას, ეროვნული ნაკრების მაისურით საკუთარი ქვეყნის ღირსებას ევროპის ჩემპიონატსა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ დაიცავენ.
ასევე, უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფორმატი ოფიციალურად შეცვალა:
ჩემპიონთა ლიგამ ფორმატი ოფიციალურად შეიცვალა. რეფორმის თანახმად, 2024/25 წლიდან მონაწილე 32 გუნდს კიდევ 4 დაემატება და გათამაშებაში მონაწილეობას 36 გუნდი მიიღებს, აღარ იქნება ჯგუფური ეტაპი და ჩემპიონთა
ლიგა ერთიანი ფორმატით ჩატარდება. მონაწილე გუნდები გარანტირებულად 10 შეხვედრას გამართავენ (5 სახლის თამაში, 5-იც გასვლა).
8 საუკეთესო გუნდი პლეი-ოფის საგზურს ავტომატურად მიიღებს, მე-9 ადგილიდან 24-ე ადგილამდე მყოფი გუნდები კი პლეი-ოფს ითამაშებენ, რათა მერვედფინალის საგზური მოიპოვონ.
თავის მხრივ, ევროპის ლიგაზე გუნდები 8 შეხვედრას გამართავენ, ხოლო კონფერენს ლიგაზე - 6-ს. ასევე სავსებით რეალურია ამ ორი ტურნირის ჩემპიონთა ლიგის მსგავს ფორმატზე გადაყვანა და მონაწილე გუნდების 36-მდე გაზრდა.
ძალიან გაზულუქდენ ბობოლა გუნდები.
მთელი რესურსი მათ ხელშია.
ადრე თუ ლიგას იგებდა საშუალო შეზლების გუნდები (აიქსი, მარსელი, ბენფიკა, სტიაუა და ასეთები) ეხლა მათ არანაირი შანსი არ აქვთ. გრანდების ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობაც ნაკლებად საინტერესო გახდა, რადგან სულ ჩემპიონები ხდებოდენ.
მიზეზი არის ის რომ მსოფლიოს ყველა ძლიერი მოთამაშე მათთან თამაშობს.
ამიტომ უნდა დაწესდეს ლიმიტი ლეგიონერებზე და არ უნდა ქონდეთ უფლება მოედანზე გაიყვანოს 4 ან 5 უცხოელ მოთამაშეზე მეტი.
აბა რა გუნდია ეს როცა 11-ივე უცხოელია, რა ინტერესი აქვს ამას